10 ყველაზე ეფექტური მეთოდი კბილის ტკივილის მოსაშორებლად!! თუ ტკივილი გამუდმებით გტანჯავთ ეს უნდა იცოდეთ. .
დამერწმუნებით ალბათ, რომ ნებისმიერი სახის კბილის ტკივილი, სტომატოლოგთან წასვლის გადაუდებელი მიზეზი ხდება ხოლმე, თუმცა ხშირად ისეც ხდება რომ დროულად ვერ ვახერხებთ ექიმთან ვიზიტს, ან სულაც ვუგულებელყოფთ ამ ყოველივეს
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გვინდა შემოგთვაზოთ უსწრაფესი და ამავდროულად საოცრად ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მეთოდები:
ალბათ აქამდეც მოგისმენიათ, თუმცა რამდენად გიცდიათ ცივი კომპრესის სახეზე მიდება ტკივილის დროს? ამ დროს მსგავსმა მეთოდმა შესაძლოა ტკივილის შეგრძნება გაგინელოთ ან ტვინის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. უბრალოდ აჯობებს თუ პაკეტს რაიმე ნაჭერში გადაახვევთ, რათა კანი არ დაიზიანოთ.
რაღა თქმა უნდა მედიკამენტები თუ თან გაქვთ, მათ შორის გირჩევდით გამოგეყენებინათ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები-იბუპროფენი, რომელიც თან დაგიცხრობთ შეშუპებას და მოგიხსნით ყრუ ტკივილს. მისი მიღება რამდენიმე საათში ერთხელ შეგიძლიათ რათა შეშუპება და ტკივილი არ დაბრუნდეს. ასევე შეგიძლიათ აცეტამინოფენის მოხმარებაც.
- და სანამ ისევ მედიკამენტებს გამოიყენებდეთ გახსოვდეთ, რომ მარილიანი წყალიც -დაგეხმარებათ, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს, ამცირებს ანთებას, კურნავს ნებისმიერ ჭრილობას. უბრალოდ გამოივლეთ პირის ღრუში – თბილ წყალში გაზავებული მარილი. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მარილიანი წყალი არ გადაგეყლაპოთ.
- ასევე შესანიშნავი მეთოდია „ცხელი პაკეტი“-ასეთი პაკეტის სახლის პირობებში გაკეთება ძალიან იოლია! აიღეთ სუფთა წინდა, ჩაყარეთ მასში მარილი, შეკარით და მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად შედეთ. მისი სახეზე მიდება ტკივილისგან გაგათავისუფლებთ.
- პიტნიანი ჩაი-პიტნიანი პაკეტები აბუჟებენ იმ ადგილებს სადაც მათ იდებენ. ეს პაკეტები შეგიძლიათ თბილიც დაიდოთ და ცივიც. აირჩიეთ თქვენთვის უფრო ეფექტური მეთოდი.
- ხოლო ნიორი- უძველესი დროიდან თავისი სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი. ის ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ამიტომ მისი გამოყენება ტკივილგამაყუჩებლადაც შეიძლება. დანაყეთ ის ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.
- რამდენ თქვენგანს სმენია მიხაკის ზეთის შესახებ? - მიხაკი უკვე დიდი ხანია რაც ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებადაა ცნობილი. ის ანტისეპტიკური და დასაბუჟებელი საშუალებაა. უბრალოდ დაასხით ზეთი სუფთა ქსოვილს და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. თუ სუფთა ზეთი თქვენთვის ზედმეტად მძაფრია მაშინ – წყალში გააზავეთ იგი.