ჯანმრთელობის რეცეპტები: სახსრების ტკივილის დროს ეს მცენარე გამოიყენეთ!

1037

ჯანმრთელობის რეცეპტები: სახსრების ტკივილის დროს ეს მცენარე გამოიყენეთ!

რამდენს გეცნობათ ეს მცენარე? მისი სახელი მარიამსხალაა, რომელიც მებაღეების ერთ-ერთი მთავარი მტერია. ერთის მხირვ ის ცნობილია, როგორც მავნე მცენარე, ბაღებიდან რომლის მოშორებაც ადვილი არაა, და სამკურნალო მცენარე, რომელიც მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს შეიცავს.

როგორც დადგინდა მარიამსხალას პრეპარატებს ტკივილგამაყუჩებელი,ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი, ფუნგიციდური და შარდმდენი თვისებები გააჩნია. ის მარილის ცვლის ნორმალიზაციას ხელს უწყობს, ტოქსინების გამოსადევნად ღვიძლის უნარს აძლიერებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობასაც აუმჯობესებს.

ყვავილობამდე მარიმსხალას ბალახებს იყენებენ საკვებში – ომლეტში, წვნიანში,სალათებში, გარნირებში. ინახავენ ზამთრისთვის. სამკურნალო მიზნით მცენარის ბალახებს ყვავილობის პერიოდში ამზადებენ, ფესვებს კი ყვავილობის დასრულებისას

გიზიარეთ მარიამსხალას ბალახის ნაყენს პოდაგრის და რევმატიზმის დროს:

1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 2 ს/კ დაქუცმაცებული მარიამსხალას ბალახს და წყლის ორთქლზე წუთით გააცხელეთ. შემდგომ უკვე 45 წუთი დააყენეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი პირველადი მოცულობის და დალიეთ დღეში 3-4-ჯერ.

ასევე გიზიარებთ მარიამსხალას ფესვების ნაყენს აბაზანისთვის:

ნაყენის აბაზანას ართრიტის და მიოზიტის დროს ღებულობენ. 40 გრ დაქუცმაცებული ხმელ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ, ნახევარი საათით დააყენეთ. აბაზანაში +36, +37 გრადუს წყალში ჩაამატეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთს მოიცავს. ხოლო ასეთი აბაზანის მიღება უმჯობესია ძილის წინ.

გირჩევდით აუცილებლად გამოგეყენებინათ ასეთი სახის რეცეპტები, რადგან გარდა იმისა, რომ მათი ეფექტი უშუალოდ პროლემის დროს ძლაიან ეფექტურია, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ მას პროფილაქტიკური მიზნისთვისაც თუ გამოიყენებთ თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მცენარე სოფლის თითქმის ყველა ეზოში უნდა მოიპოვებოდეს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია