გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი და კაკაოს ფხვნილი სრულყოფილი კანისთვის
კაკაოს ფხვნილი და ქოქოსის ზეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტიკურ სამყაროში. მათგან მზადდება უამრავი ნიღაბი თუ დამატენიანებელი საშუალება. ეს ორი როგორც ცალ-ცალკე ასევე ერთადაც (მათი კომბინაცია) არაჩვეულებრივია სახის კანისთვის.
ამ ორი ინგრედიენტის გამოყენებით, თქვენი კანი მთლიანად სუფთა და გლუვი გახდება.
კაკაოს ფხვნილის საშუალებით, თქვენი კანი შეიძლება გაუმჯობესდეს ტექსტურაში, დაზიანებული კანი მოშორდეს და კანი გაღიავდეს.
მეორეს მხრივ, ქოქოსის ზეთი, რომელიც ძალიან სასარგებლოა თმისთვის, ასევე გამოიყენება თქვენი კანის უმაღლესი კვებისა და დატენიანების უზრუნველსაყოფად.
თუ ნამდვილად გსურთ ახალგაზრდული და უზადო კანის შენარჩუნება, უკეთესია წაისვათ ნიღაბი ქოქოსის ზეთით და კაკაოს ფხვნილით.
სახის ნიღაბის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
პატარა ზომის თასი
როგორ მოვამზადოთ აღნიშნული ნიღაბი?
ამისთვის უნდა აიღოთ პატარა თასი და შიგ მოათავსოთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი. შემდეგ უნდა დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი გამდნარი ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი კონსისტენციის მასა.
როგორ გამოვიყენოთ?
მიღებული მასა წაისვით წინასწარ დაბანილ სახეზე და კისერზე. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. როდესაც ნიღაბი გაშრება, ჩამოიბანეთ იგი ცივი წყლის დახმარებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 1-ჯერ ან 2-ჯერ.
გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა გამოიყენოთ მუქი კაკაოს ფხვნილი.
გისურვებთ ჯანსაღ სილამაზეს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.