როგორ შევამციროთ სტრესი მარტივი და იაფი გზით
სტრესი არის ადამიანის ორგანიზმის პასუხი ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, რომელიც იწვევს ფიზიკურ, ემოციურ ან ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. ეს არის ორგანიზმის რეაქცია ყველა იმ სიტუაციაზე, რომელსაც ახლიდან მორგება და შეგუება სჭირდება.
სტრესის განმარტებას თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ სტრესის წყარო არ არის მხოლოდ ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. სტრესული შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტუაცია, რომელთან ადაპტაციაც არის საჭირო. სტრესი არის როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ისე, მაგალითად, ქორწინება ან ახალი, თუნდაც საოცნებო სამსახურის დაწყება.
რა თქმა უნდა, გრძელვადიანი პერსპექტივით, უმჯობესია ვეცადოთ, რომ სტრესის გამომწვევი მიზეზები შევამციროთ ან აღმოვფხვრათ, მაგრამ რადგან სტრესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რაღაც დოზით მას ყველანი განვიცდით, გაგიზიარებთ მასთან გამკლავების მარტივ და ბუნებრივ გზებს:
სწორად იკვებეთ
სტრესის დონე და სწორი კვება ერთმანეთთან ძლიერად არის დაკავშირებული. როცა ძალიან ვიტვირთებით, ზოგჯერ გვავიწყდება კარგად კვება.
ეცადეთ, არაჯანსაღ საკვებს მოერიდოთ. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტენული. კვლევების თანახმად, ვიტამინები სტრესის სიტმპომების შემცირებაში გევხმარება.
მოერიდეთ კოფეინს
კოფეინიც და სტრესიც, კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს ამაღლებენ. დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობსითვის. თუმცა, მცირე ოდენოთ კოფეინის მიღება გუნება-განწყობილების ამაღლებას უწყობს ხელს.
ყავისა და სხვა ენერგეტიკული სასმელების დალევის ნაცვლად, სცადეთ მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი ნაკლებ კოფეინს შეიცავს და მის შემადგენლობაში, ჯანსაღი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უწყობს ხელს.
ლავანდის არომათერაპია
კვლევებმა აჩვენა, რომ ლავანდის ზეთის არომატის ჩასუნთქვა (მინიმუმ 5 წუთით) მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.