ღვიძლის გაწმენდა ბებიის რეცეპტით! მრავალჯერ ნაცადი უძველესი რეცეპტი
ცოტა ხნის წინ, პოპულარული გახდა ღვიძლის გაწმენდა ხალხური საშუალებებით. ითვლება, რომ იგი თანდათანობით იკეტება ყველანაირი “ნაგვით”, საიდანაც მრავალი წლის განმავლობაში ფილტრავს სისხლს.
ამ მავნე ნივთიერებების მუდმივი ზემოქმედების ქვეშ, უჯრედები განადგურებულია, წყვეტს ფუნქციონირებას და გროვდება ჭარბი რაოდენობით ცხიმი. და ეს იწვევს სხვა სისტემების (საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი, გულ-სისხლძარღვთა) მუშაობის სტაგნაციასა და დარღვევებს.
იმისათვის, რომ სხეული არ მოიწამლოს ფარმაცევტული ქიმიით, ბევრს ურჩევნია პრობლემის მოგვარება ბებიის რეცეპტებით.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებებს, უძველეს რეცეპტებს, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება სახლის პირობებში და მათი საშუალებით ხდება ღვიძლის გაწმენდა.
ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე, მხრის ტკივილი, სუნთქვის დარღვევა-ესაა მიზეზები, რომლის დროსაც აუცილებელია ღვიძლის მიხედვა.
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი
- ½ ჭიქა ქიშმიში
- 1 ლიმონის წვენი
- 2 ჭიქა წყალი
მომზადება
გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით წითელი ჭარხალი.
წყალი აადუღეთ და შიგ ჩაყარეთ ჭარხალი და ქიშმიში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ დააბლენდერეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი. მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდში. ღვიძლის ბუნებრივი ელექსირი მზადაა!
დღეში ორჯერ მიიღეთ 200-200 მლ. დილით, უზმოზე და სადილის წინ.დეტოქსიკაციის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ფაფები მარილის დს ცხიმის გარეშე. უმჯობესია, ჩაიტაროთ მკურნალობა დასვენების დღეებში, რადგან ჭარხალი არის შარდმდენი თვისებების მატარებელი.
ვისაც აქვს თირკმლის დაავადება, ართრიტი, დაბალი წნევა და მაღალი შაქრის დონე, ეს რეცეპტი უკუნაჩვენები იქნება მათთვის.
ღვიძლის გაწმენდის ეს ხერხი არააა საკმარისი. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა, წონაში დაკლება, ცხიმის რაოდენობის შემცირება საკვებში და რაც მთავარია-იმოძრავეთ მეტი და მეტი!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.