მოამზადეთ გოგრის თაფლი და განიკურნეთ ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებებისგან!

6364

მოამზადეთ გოგრის თაფლი და განიკურნეთ ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებებისგან!

ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა.

ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში. ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.

ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას.

გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.
გოგრის თაფლის სარგებლობა
ორი ჯანსაღი პროდუქტის  კომბინაცია  ორგანიზმიდან უსარგებლო მარილებს გამოდევნის, მოგაშორებთ ჭარბ სითხეს.

გოგრის თაფლის მთავარი მიზანია სისხლის წმენდა ყველაფრისგან, ნაღვლის ნაკადის გაძლიერება, დაავადებული ორგანოების უჯრედების აღდგენა.

ღვიძლის სამკურნალოდ და გასაწმენდად საუკეთესოა თაფლის ნექტრის გამოყენება. მას გოგრის თაფლსაც უწოდებენ.

სამკურნალო ნექტარის რეცეპტი:

  1. იპოვეთ ყველაზე მწიფე, მცირე ზომის ნაყოფი.
  2. გარეცხეთ, მოჭერით თავი, ამოიღეთ გული და რბილი ბოჭკოები.
  3. ჩაასხით თხევადი თაფლი ისე, რომ ცოცხალი “ქოთანი” ნახევრამდე გაავსოს, დაახურეთ თავი, რომელიც მეორე პუნქტში მოჭერით.
  4. დადგით ბნელ ადგილას 10 დღით.
  5. 10 დღეში კვახში სამკურნალო სითხე გაჩნდება. გადაღვარეთ იგი შუშის სუფთა ჭურჭელში.

მიიღეთ თაფლი ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო კოვზი. მკურნალობა სითხის გათავებამდე უნდა გააგრძელოთ. შეგიძლიათ, 10 დღე არ ელოდოთ და წამლის სმა მეორე დღესვე დაიწყოთ. მისი მოქმედება ისეთივე იქნება, უბრალოდ, ნაკლებად გაჯერდება. მიიღეთ არა თითო კოვზის, არამედ 1/3 ფინჯნის ოდენობით.

ღვიძლის გასაწმენდად, გააგრძელეთ მკურნალობა 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და გააგრძელეთ წმენდა. გოგრის მოხმარებიდან 3 თვეში გაუმჯობესებას იხილავთ მომატებული შრომისუნარიანობის, სახის ფერის უკეთესობისკენ შეცვლის სახით.

უკუჩვენებები

მიუხედავად პროდუქტების სარგებლიანობისა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ ელექსირის მოხმარება არ შეიძლება დიდი ოდენობით. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. სპეციალისტების თქმით, ამ სასმლის მოხმარება არ შეიძლება მათთვის, ვისაც

კნტ-ს წყლული, გასტრიტი; ნაღვლის ჭარბი გამოყოფა; დიარეა; ან თაფლზე ალერგია აქვს.

ბევრი არ მიიჩნევს კვახს აუცილებელ პროდუქტად, რაშიც ძალიან ცდებიან. თუ სპეციალისტთა რეკომენდაციებს გადავხედავთ, ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ გოგრა იმდენად ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რომ ჩამოთვლაც კი ეზარებათ. მასში იპოვით გულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმლების ფუნქციის გასაუმჯობესებელ თვისებებს.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია