უგემრიელესი აჯაფსანდალის რეცეპტი ზამთვრისთვის

1317

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 6 კგ
  • ხახვი - 2 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 3 კგ
  • მწარე წიწაკა - 3-5 ცალი
  • პომიდორი - 5 კგ
  • ნიორი - 3 მოზრდილი თავი
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური
  • ზეთი - 1 ლ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • მარილი - 4 ს/კ
მომზადების წესები

 ეს რეცეპტი ერთ-ერთ პოპულარულ კულინარიულ ჯგუფში გავრცელდა და გთავაზობთ უცვლელად: ყველაფერი რაც გასარეცხია გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ. ბადრიჯანი არ იფრცქვნება, კუბიკებად დაჭრილს ვაყრით მარილს, ვასხამთ წყალს და ვტოვებთ სიმწარის გასაცლელად, შემდეგ ვღვრით წყალს ვავლებთ გამდინარ წყალს და მსუბუქად ვწურავთ. ბულგარულს ვაცლით თესლებს და ვჭრით. პომიდორს ვმდუღრავთ ვფრცქვნით და ვჭრით. ხახვს ვჭრით არც თუ ძალიან წვრილად ( ნუ საშუალიდ) მწარე წიწაკას და მწვანილს ვჭრით, ნიორს ვჭყლეტთ საჭყლეტით.

მზადდება საშუალო ცეცხლზე, სასურველია დადგათ გამანაწილებელზე რათა დაიზღვიოთ თავი ქვაბის ძირზე მიკვრისა და მიწვისგან.

ბოლო ეტაპი: ქვაბში მოთავსების თანმიმდევრობა ვხრაკავთ ხახვს, შემდეგ მასში ვუშვებთ ბულგარულს და ვთუშავთ, შემდეგ საერთო მასაში მიდის ბადრიჯანი და მწარე წიწაკა, ვამატებთ დარჩენილ ზეთს სრულად, როდესაც ბადრიჯანი კარგად შეითუშება ვუმატებთ პომიდორს, შაქარს და მარილს, ველოდებით დუღილის დაწყებას, დუღილი დაიწყო და ვინიშნავთ საათს, უნდა იდუღოს ნახევარი საათი, პერიოდულად ვურევთ. შემდეგ ვუშვებთ ნიორს და მწვანილს და ვადუღებთ კიდევ 15 წუთი. თან ისევ ვურევთ პერიოდულად, მწვანილის და ნივრის ჩაშვების შემდეგგაზზე უკვე ვდგამთ დიდ ქვაბს ქილებია და ხუფების სასტერილოდ. ხოდა ვიღებთბ თუ არა ქილას მდუღარე წყლიდან ფრთხილად და ყურადღებით ვდებთ მასში მდუღარე მასას, კარგად ვტკეპნით (სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე, უტრამბოვივაემ ანუ) მზა სადილის მასას ჰაერი რომ არ შეყვეს , ქილას ვავსებთ სულსულ პირამდე ვადებთ ზედ მდუღარედან ამოღებულ ხუფს და ვხუფავთ სახუფით. ფრთხილად ვაბრუნებთ ქილას და ვდებთ თბილ სადგამზე. პროცესის დასრულებისთანავე ვფუთავთ ქილებს გაცივებამდე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია