თუ კბილები ხშირად გტკივდებათ უმჯობესია მცენარეული რეცეპტები გამოიყენოთ

1179

თუ კბილები ხშირად გტკივდებათ უმჯობესია მცენარეული რეცეპტები გამოიყენოთ

კბილის ტკივილს ძალიან სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარში — პირში უნდა ჩაიგუბოთ. ეს ნახარში ღრძილების ტკივილის დროსაც მისწრებაა. თუ ცოტაოდენ ბერთოლეს მარილსაც შეურევთ, ღრძილები უფრო მალე დაგიამდებათ.

ღრძილებს უხდება მასაჟი — მტკივანი ადგილის ზელა და სრესა (ოღონდ — იმ შემთხვევაში, თუ ჩირქგროვა არ გაქვთ).
პირში გამოივლეთ თბილი მარილწყალი — ტკივილი დაგიცხრებათ.

მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. გასწავლით სხვა საშუალებებსაც, რომლებიც თავად გამომიცდია:

თუ კბილები მორყეული გაქვთ:

2 ჩ/ჭ არაყში ჩაუშვით 15ცალი დაფნის ფოთოლი და 2-3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე.გამოივლეთ თბილ-თბილი დღეში 2-3-ჯერ.

ჟოლოს (ანმაყვლის), კაკლისა და პიტნის ფოთლები ჩაყარეთმომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ცხელი ღვინის ძმარი, გააჩერეთ 3 დღე. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.

პაროდონტოზის დროს:

მიირთვით ბევრი ნიორი. და უმი კარტოფილი. ძალიან სასარგებლოა პირის ღრუში ზღვის მარილის წყალხსნარის გამოვლება (ნახევარი ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე). ის აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას, ათეთრებს და ამაგრებს კბილებს.

გამოუვალ შემთხვევებში ეს  მეთოდებიც  მშველის:

აიღეთ სალბი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. ხშირად ივლეთ პირის ღრუში
თბილ-თბილი. გაიჩერეთ დიდხანს.

აიღეთ ჟოლოსა და პიტნის ფოთლები, წვრილად დაკეპეთ და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. დააყენეთ მინის ჭურჭელში სამი დღით. გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია