ეს ყველა მშობელმა უნდა უცოდეს – იყავით ყურადღებით

686

ეს ყველა მშობელმა უნდა უცოდეს - იყავით ყურადღებით

რესპირატორულ დაავადებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებში თან ახლავს ბრონქიტიც. და თუ ტემპერატურა და სურდო ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში გაივლის ხოლმე, ხველა 3-4 კვირას გრძელდება.

ხველა ჯერ მთლად გამქრალი არ არის,
რომ მორიგი მწვავე ვირუსული ინფექცია იწყება.. ასეთ შემთხვევაში ბრონქიტი რეციდიული, ე.ი. განმეორებადი ხდება.

ეს მიდრეკილება 6-8 წლის ასაკში მცირდება, მაგრამ 10-15%-ში რთულდება ასთმური ბრონქიტითა და ბრონქული ასთმით.

პროფილაქტიკა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის თავიდან აცილებაშია. გზა ერთია: ორგანიზმის გაკაჟება.

ამიტომ ნუ შეფუთავთ ბავშვებს, ასე უფრო ადვილად გაცივდება, რადგან გაოფლიანებული სწრაფად კარგავს სითბოს.

შეეცადეთ სახლში არ იყოს 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. ბავშვი
ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიმართეთ გაკაჟების ძველებურ
მეთოდებსაც, როგორიცაა:  სხეულის სველი ტილოთი დაზელვა, კონტრასტული ფეხის აბაზანები. გახსოვდეთ, თუ თქვენ ეწევით,
ბავშვის გამოჯანმრთელების ალბათობა კლებულობს. ამიტომ ხშირად გაანიავეთ სახლი.

სჯობს ბავშვის გულისათვის მაინც
შეელიოთ სიგარეტს: თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთა და, უპირველეს ყოვლისა, შვილების ჯანმრთელობას!

თუ თქვენ გაცივების რაიმე ნიშანი გაგიჩნდათ, მაშინვე განერიდეთ ბავშვებს,
რადგან გაცივებით მხოლოდ გამოვლინდა არსებული ინფექცია და იგი გადამდებია!

ბალბა

ყვავილებსა და ფოთლებს აგროვებენ
ყვავილობის პერიოდში. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური,
შემკვრელი მოქმედება.

იყენებენ ზემო სასუნთქი გზების, კუჭნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლისა და შარდის ბუშტების ანთებების,.თირკმლის კოლიკის დროს. სვამენ ჩაის სახით, ან ნაყენს.

რაც შეეხება გარეგან საშუალებად გამოყენებას, შველის კანის გაღიზიანებას, დამწვრობას, ბუასილს, ჩირქოვან ჭრილობებს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია