როზმარინი დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში

1806

როზმარინი პოპულარული სანელებელია, რომელსაც იტალიურ და სხვა ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოში იყენებენ. მისი გამოყენება არა მხოლოდ ხორცისთვის არომატის მისანიჭებლად შეიძლება. ამ ბალახს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.

ბევრი მკვლევარი ირწმუნება, რომ მცენარეში შემავალი კარნოზის მჟავა ტვინს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. ჯოზეფ მერკოლის, ექიმ–ოსტეოპათის ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, წყალში დამატებული როზმარინი კოგნიტურ ფუნქციებს აძლიერებს.

ინტეგრაციული ჯანმრთელობის მერილენდის უნივერსიტეტში ფიტოთერაპიის ფაკულტეტზე მეცნიერების დოქტორის, ენდრიუ პენგელის მიერ ჩატარებულ კვლევაში შესწავლილ იქნა როზმარინის ფოთლების ფხვნილის გავლენა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაზე.

28 ადამიანმა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ (საშუალო ასაკი 75 წელი), როზმარინის ფხვნილის სხვადასხვა დოზა მიიღო. შემდეგ კოგნიტური შესაძლებლობის დონის შესამოწმებლად კომპიუტერული ტესტები გაიარეს.

მკვლევარებმა შედეგების გაანალიზებით აღმოაჩინეს, რომ ყველაზე დაბალი დოზა მეხსიერებას უკეთ აუმჯობესებდა, ვიდრე ყველაზე მაღალი დოზა. ამას 2012 წლის კვლევის მონაცემებიც ადასტურებს, რომელშიც დადგენილ იქნა, რომ საკვებთან ერთად როზმარინის მცირე რაოდენობის მიღება უკეთეს ეფექტს ფლობს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია