ნახეთ ჯანმრთელობისთვის რა სასარგებლო თვისებები აქვს ძმარს

1295

როგორც ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებმა ცხადყო, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის მიღების შემთხვევაში დიეტები შეიძლება დაივიწყოთ და ჭარბ წონაზე აღარ იფიქროთ.

ასეთი მჟავე ხსნარი შემადგენლობით ძალიან ჰგავს კუჭის წვენს, რომლის დიდი რაოდენობაც ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. ასეთი საკვების კუჭში დიდხანს დაგროვება კი მრავალი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს. Does vinegar have health benefits? | Ohio State Medical Centerვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს - ვაშლისას, რძისას, ასკორბინისას და ძმრისას. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B,

E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ყველა ეს კომპონენტი არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე - წმენდს შლაკებისაგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს.

სპეციალისტები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ, ასეთი სასარგებლო და გამახალისებელი ნაყენი მიიღონ: 1 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი.

რომის იმპერიაში ცნობილი იყო ძმრის ბალზამის რეცეპტი. ეს ბალზამი ათწლეულების განმავლობაში ძველდებოდა, როგორც კონიაკი. შეიცავდა საიდუმლო ინგრედიენტებს და არაჩვეულებრივი არომატი და თვისებები გააჩნდა. ბალზამის რამდენიმე წვეთს ახალდაქორწინებულებს ენაზე აწვეთებდნენ, რათა ლტოლვა გამძაფრებოდათ. კურნავდა უამრავ სნეულებას - დეპრესიას, უძილობას, სისხლნაკლულობას და ა.შ.

ჩვეულებრივი სუფრის ძმარიც კი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. მისი ორთქლი ბევრ მიკრობს კლავს. თავზე ძმრიანი წყლის გადავლება თმას ფაფუკსა და მბზინავს ხდის.

სხვადასხვა ქვეყნის კულინარები ძმრის ახალ-ახალ თვისებებს პოულობენ. მაგალითად, ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ დამარილებულ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენული ნივთიერებები ნადგურდება. იაპონელები კი თვლიან, რომ ძმარი თევზის ქონის სუნს აქრობს, წიწაკის სიმწარეს ანელებს და საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუ ძმარს სპეციალურ სამკურნალო მცენარეებსაც დავუმატებთ, მაშინ მისი გამაჯანსაღებელი თვისებები ათმაგდება.

კენკროვანთა ძმარში, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო კომპონენტია შენარჩუნებული. ამასთან, შედარებით ნაკლებად მჟავეა. ზაფხულში შეიძლება ცივ წყალში გახსნათ და მშვენიერ გამაგრილებელ და მატონიზირებელ საშუალებას მიიღებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია