მიზეზი თუ რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი ლიმონიანი წყალი!!

1989

მიზეზი თუ რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი ლიმონიანი წყალი!!

გიჭირს დილით გაღვიძება? დაღლილი იღვიძებ და გამოუძინებელი ხარ 8-საათიანი ძილის შემდეგაც კი?

სცადე უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა. ნახავ, როგორ შეიცვლება შენი გუნება-განწყობილება!

დამტიცებულია, რომ წყალში თუნდაც რამდენიმე წვეთი ლიმონის დამატებით არა მხოლოდ აგიმაღლდებათ განწყობა, არამედ მოგიწესრიგდებათ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა და თქვენ გაამდიდრებთ ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით.

ეს ენერგეტიკული სასმელი მთელი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლოა. ყოველდღიურად ლიმონიანი წყლის დალევით, არა მხოლოდ ტონუსში მოიყვანთ ორგანიზმს, არამედ გამოდევნით ტოქსინებსა და შლაკებს, აამუშავებთ ყველა შინაგან ორგანოს.

მაშ ასე, 20 მიზეზი, რის გამოც ღირს დაიწყოთ დილა ერთი ჭიქა ლიმონიანი წყლით.

1. ისეთი მიკროელემენტების შემცველობის გამო, როგორებიც არის კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი, ლიმონიანი წყალი ატენიანებს კანს და სხეულს გაუწყლოვანებისგან იცავს.

2. ეს სასმელი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს.

3. თბილი ლიმონიანი წყალი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

4. ყოველდღიურად თბილი ლიმონიანი წყლის დალევით გააუმჯობესებთ ღვიძლის მუშაობას, ამ უკანასკნელს კი ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოაქვს.

5. ლიმონი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოქმნას, როგორებიც არის ანგინა, სასუნთქი გზების ინფექციები, ნუშურა ჯირკვლების ანთება.

6. ლიმონიანი წყლის უზმოზე დალევით გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.

7. თბილი სასმელი ორგანიზმს ეხმარება მეტაბოლიზმის პროცესის ამუშავებაში.

8. ლიმონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ეს კი არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებას შეაჩერებს, არამედ აამაღლებს იმუნიტეტს.

9. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ლიმონი ამაგრებს ნერვულ სისტემას, დაბლა სწევს შფოთვის დონეს და ორგანიზმს ეხმარება სტრესებთან გამკლავებაში.

10. ლიმონიანი წყალი ასუფთავებს სისხლს.

11. თბილი სასმელი არეგულირებს არტერიულ წნევას. მისი ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში წნევა 10%-ით დაბლა იწევს.

12. ლიმონიანი წყალი ორგანიზმში pH-ბალანსს აღადგენს. რაც მაღალია pH ორგანიზმში, მით ნაკლები შანსი გაქვთ, შეგხვდეთ ვირუსი და ინფექციური დაავადებები.

13. C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ლიმონიანი წყალი აახალგაზრდავებს კანს და მას მკვრივსა და ელასტიკურს ხდის.

14. შარდის მჟავასთან განსაკუთრებული ფერმენტების შერევის წყალობით ლიმონიანი წყალი სახსრების ტკივილის მომხსნელი საუკეთესო საშუალებაა.

15. თბილი ლიმონიანი წყლის დალევა ორსული ქალებისთვისაც მიზანშეწონილია. ვიტამინი C ამაღლებს იმუნიტეტს და ამაგრებს ნაყოფის ძვლოვან სისტემას, ეხმარება ბავშვის ტვინის უჯრედებისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში.

16. თუკი ერთ ჩაის კოვზ ლიმონს გახსნით ერთ ჭიქა წყალში და უზმოზე მიირთმევთ, გათავისუფლდებით გულძმარვისგან.

17. ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევის შემთხვევაში თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში კენჭები დაიშლება.

18. ლიმონიანი წყალი ხსნის კბილის ტკივილს და ღრძილების ანთებას.

19. უზმოზე მიღებული თბილი ლიმონიანი წყალი კიბოს გაჩენის რისკს ამცირებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კიბო ვერ განვითარდება მჟავა-ტუტოვან გარემოში.

20. დაბოლოს, ამ სასმლის ალბათ ყველაზე სასიამოვნო თვისება – ის წონის სწრაფად კლებას უწყობს ხელს. პექტინები, რომლებიც ლიმონში შედის, აქვეითებს მადას და ეფექტურად წვავს ცხიმებს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია