ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც უნდა იცოდეთ!
ფრთხილად იყავით!
ინსულტის ყველაზე გავრცელებული ნიშნები შედარებით კარგადაა ცნობილი, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც დაგეხმარებათ საშიში სიტუაციის იდენტიფიცირებაში.
ესაა სხეულის ენა, მას შეუძლია გამაფრთხილებელი შეტყობინებები გამოგიგზავნოთ და ინსულტის თავიდან აცილებაშიც კი დაგეხმაროთ.
შესაძლებელია თუ არა ინსულტის მკურნალობა?
თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - თრომბოლიზური მედიკამენტის გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.
ინსულტის დიაგნოსტირება და მკურნალობა ინსულტის სპეციალიზირებულ ცენტრში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგად თერაპიულ განყოფილებაში. ინსულტის ცენტრში პაციენტს მკურნალობს მულტიპროფილური და სპეციალური ცოდნის მქონე გუნდი - ნევროლოგი, კარდიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ერგოთერაპევტი და ლოგოპედი.
როგორ განვსაზღვროთ ინსულტი?
ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ ERP მეთოდს. პაციენტს თქვენ უბრალოდ უნდა დაუსვათ 3 ძალიან მარტივი კითხვა:
Y - პაციენტს სთხოვეთ გაიღიმოს.
R - ასევე გადაამოწმეთ თუ შეუძლია მას საუბარი
P - სთხოვეთ აწიოს ორივე ხელი.
თუ პიროვნება ვერ ახერხებს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ სასწრაფოში!
დააკვირდით ენას:
კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის სთხოვოთ ადამიანს ენა გამოყოს. თუ მას ეს არ შეუძლია, ესეც ერთ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია..