ნატურალური მკურნალობა სახის ლაქების მოსაშორებლად!

1011

ნატურალური მკურნალობა სახის ლაქების მოსაშორებლად!

გაითვალისწინეთ!

სახის ლაქები კანის მდგომარეობაა, რომელიც ჩვეულებრივ აზიანებს როგორც ვიზუალს ასევე კანის სტრუქტურასაც. ეს კი გამოწვეულია მელანინის მაღალი გამომუშავებით, ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი კანის ფერის მიცემაზე და მისი მატება იწვევს ლაქების გაჩენას სახეზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მზის ზემოქმედებით, ორსულობით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით, სტრესით, თანდაყოლილი პრობლემებით და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებითაც კი.

ამ ლაქების მოსაშორებლად კი ჩვენ შემოგთავაზებთ შემდეგ ნატურალურ რეცეპტებს.

სტაფილოს კვერცხის ნიღაბი:

დაგჭირდებათ სტაფილო, რომელიც უნდა დაჭრათ წვრილად, შემდეგ აურიეთ ბლენდერში ორ კვერცხთან ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს კი მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გამოყენებამდე დაიბანეთ სახე დიდი რაოდენობით თბილი წყლით ფორების გასახსნელად, გაიმშრალეთ პირსახოცით და დაიწყეთ ნიღბის წასმა, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ მოიშორეთ ცივი წყლით.

თაფლისა და ლიმონის რძის კრემი:

შექმენით პასტა ლიმონის წვენის, 2 სუფრის კოვზი რძის ფხვნილისა და 4 სუფრის კოვზი თაფლის შერევით. როდესაც ერთგვაროვან ნივთიერებას მიიღებთ, ძალიან ფრთხილად წაისვით ხელნაკეთი კრემი სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე დიდი რაოდენობით ცივი წყლით.

წამალი ყურძნით:

გარეცხეთ და დაჭერით 10 ყურძენი და ამოიღეთ მათგან თესლი, შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ. წაისვით მირებული  კონსისტენცია სახეზე ყოველ საღამოს, გაიჩერეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოიშორეთ ნეიტრალური საპნით და სუფთა წყლით.

წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა: ეს მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ყოველ საღამოს და არ საჭიროებს ჩამობანას. თქვენ უბრალოდ უნდა დაასველოთ ბამბა წყალბადის ზეჟანგში და გაიწმინდოთ სახე მისით.

ლიმონი და ოხრახუში: ერთი მუჭა ოხრახუში შეურიეთ ლიმონის წვენს, ამ ნარევის ნაზავი ძალიან ნაზად წაისვით კანზე, დაელოდეთ სანამ გაშრება და შემდეგ მოიშორეთ. გააკეთეთ ეს ყოველ დღე, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში.

ბანანის კრემი:

თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: წაისვით ბანანის კანი სახეზე, ან გახეხეთ ხილთან ერთად და წაისვით სახეზე ნიღბის სახით. უნდა გაიჩეროთ პროდუქტი 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ყველაფერი წყლით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები