როგორ აღვიდგინოთ ფარისებრი ჯირკვალი და გავანადგუროთ ჩიყვი 8 დღეში?! გასაოცარია. .

4745

როგორ აღვიდგინოთ ფარისებრი ჯირკვალი და გავანადგუროთ ჩიყვი 8 დღეში?! გასაოცარია. .

თუ თქვენ ეძებთ ბუნებრივ გზას, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, ძალიან გაგიმართლათ! დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ერთი ნატურალური, იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შესახებ, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფარისებრი ჯირკვალზე და მის მუშაობაზე.

პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას წარმოადგენს ეს ჯირკვალი და რა ფუნქციას ითავსებს ის ჩვენს ორგანიზმში. ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია სხეულში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების უმრავლესობაზე. ყველაზე გავრცელებული ჰორმონები, რომელთაც ეს ჯირკვალი აწარმოებს, ტრიოდთირონინი და თიროქსინია, რომელთაც შემოკლებით T3-ისა და T4-ის ზედმეტსახელებით ვიცნობთ. ორივე ჰორმონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ზრდაში და განვითარებაში.

ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როდესაც ირღვევა ბალანსი ჰორმონების გამომუშავებაში. ახლა, როდესაც უკვე ვიცით, რას წარმოადგენს ეს ორგანო და რა როლს ითავსებს ის, დროა, გავერკვიოთ ჰორმონების გამომუშავებაში დისბალანსისა და დარღვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებში.

ეს მიზეზებია: 

ვიტამინ B12-ის დეფიციტი; იოდის ჭარბი რაოდენობით მიღება; სინთეტიკური ჰორმონების მიღება;

ფარისებრი ჯირკვლის ანთება; ორსულობა და მშობიარობა; სხვადასხვა პრეპარატების მიღება.

ჰიპოთიროიდი და ჰიპერთიროიდი – ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ორი ყველაზე მეტად გარვცელებული ფორმა. მათ შორის არსებობს რადიკალური განსხვავება: ჰიპოთიროიდი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს, ხოლო ჰიპერთიროიდისას – პირიქით, სისხლში აღინიშნება ჰორმონების მოჭარბებული დონე.

როგორ გავარკვიოთ, გვაწუხებს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები? თქვენ კარგად უნდა დააკვირდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ასეთ დროს საკუთარი ორგანიზმი გიგზავნით.

როდესაც ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა და ჰორმონალური ბალანსი, ჩვენ განვიცდით ქრონიკულ დაღლილობას, დეპრესიასა და მშფოთვარებას, ვიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს, თავი შეიძლება იჩინოს სახსრების ტკივილმა, მხედველობის პრობლემებმა და ა.შ.

ხალხური საშუალება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დასარეგულირებლად და ჩიყვის სამკურნალოდ

ქინძის თესლის ნაყენი – საუკეთესო ხალხური საშუალება, რომელიც აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ანადგურებს ჩიყვს. მოცემული საშუალების გამოყენების შემდეგ თქვენ აღარ შეგაწუხებთ ჰიპოთიროიდისა და ჰიპერთიროიდისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები. მოცემული პროდუქტი ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში არსებულ ინფექციებსა და აქ მიმდინარე ანთებით პროცესებსაც.

მაშ ასე, დაგჭირდებათ: 

  • ქინძის თესლი
  • სასმელად ვარგისი წყალი
  • ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით დაახლოებით 300 მლ წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.

დაუმატეთ მდუღარე წყალს 2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ ხარშვა ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.

ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, მიეცით დრო გასაგრილებლად და შემდეგ გადაწურეთ სუფთა ჭიქაში. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად მოურიეთ და მიირთვით, მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ყოველ დილას, უზმოზე დალიეთ ეს ნაყენი და ხანმოკლე დროში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აღარ შეგაწუხებთ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია