ბებიამ მასწავლა, როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. თქვენც მოიშორეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ

3365

ბებიამ მასწავლა, როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. თქვენც მოიშორეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ

მოგეხსენებათ ჩაბრუნებული ფრჩხილი ადამიანს რაოდენ დიდი პრობლემას უქმნის. იგი არა მხოლოდ ცუდი შესახედავი და არაჰიგიენურია, არამედ დიდი ტკივილისისა და დისკომფორტის მიზეზიც ხშირად ხდება. ამრიგად, საჭიროა, ამ პრობლემას რაც შეიძლება სწრაფად აარიდოთ თავი, რამეთუ დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, რაც გამოვლინებას ჰპოვებს ანთებითი პროცესების და რიგ შემთხვევევბში, განგრენის განვითარების კუთხით.

ხშირად ფრჩხილის ჩაბრუნება ცერა თითებზე გვხვდება, თუმცა ეს პრობლემა შესაძლოა, ნებისმიერ თითზე შეგვხვდეს. როგორც წესი, მისი გამომწვევი მიზეზი მოუხერხებელი ფეხსაცმელი, სოკოვანი დაავადება, წონის სწრაფი მატება, უხარისხო პედიკიური ან ფეხზე მიყენებული ტრამვებია. ყველა შემთხვევაში მასთან ბრძოლა აუცილებელია. ჩვენი საიტის რედაქციამ გადაწყვიტა, მოგაწოდოთ რამოდენიმე ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომლებიც ამ პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მაშ როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს?: 

საჭიროა კანი კარგად დაარბილოთ და ფრჩხილის ფირფიტა მოამზადოთ სათანადო დამუშავებისათვის. თბილ წყალში ჩაყარეთ მაგნიუმის სულფატი. ამ პროცედურის შემდეგ თქვენ მარტივად შეძლებთ მოიჭრათ ჩაბრუნებული ფრჩხილი. თუ ფრჩხილები ძლიერ გტკივათ,  შეგიძლიათ მოამზადოთ მანგანუმის აბაზანაც. ტკივილი რამოდენიმე წუთში გაგივლით, შემდეგ წაისვით დამამშვიდებელი მალამო და ჩაიცვით თბილი მატყლის წინდები.

თუ ფრჩხილი ჩირქიანია, დაიდეთ ჩაის სოკო. ეს საშუალება ასევე დაგეხმარებათ ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში. სოკო სქელ ფენად უნდა გადაისვათ პრობლემურ არეზე და შემდეგ ბინტი გადაირათ. ბოლოს ჩაიცვათ შალის წინდა და დაწექით დასაძინებლად. ფეხები უნდა გაგიოფლიანდეთ. დილით უბრალოდ მოიჭერით პრობლემური ფრჩხილი.

თუ ჩაბრუნებული ფრჩხილოს პრობლემა მრავალჯერადი მოვლენაა, მიმართეთ შემდეგ ხერხს. დაამრგვალეთ ბამბის პატარა ნაჭერი და მოათავსეთ ის ფრჩხილის ფირფიტასა და კანს შორის.  აღნიშნული საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და სიფრთხილეს მოითხოვს იმისათვის, რომ ფრჩხილი უფრო მეტად არ დააზიანოთ. გამოცვალეთ ტამპონები დღეში რამოდენიმეჯერ, რათა ინფექციებისგან თავი დაიზღვიოთ. უახლოეს მომავალში თქვენი პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

ჩაბრუნებულ ფრჩხილს შეგიძლიათ აგრეთვე უმკურნალოთ სპეციალური ნაზავით, რომელიც დარიჩინის, ლიმონის და მცენარეული ზეთისგან მზადდება. წინასწარ აუცილებელია ფეხები დაიმუშაოთ ცხელი აბაზანით და საკვების სოდის ხსნარით. შედეგიც რა თქმა უნდა არ დააყოვნებს:  ფრჩხილი ბევრად უფრო ელასტიური გახდება, რის შემდეგაც, შეგეძლებათ მათი კიდეები მარტივად გაასწოროთ და მოჭრათ.

მოცემული უსიამოვნო პრობლემისგან თავის ასარიდებლად ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი და დროულად გაიკეთეთ პედიკიური.

Facebook კომენტარები