საინტერესოა იცოდით თუ არა ეს ?! “პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს” . .

1442

საინტერესოა იცოდით თუ არა ეს ?! "პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს" . .

მკითხველო უნდა იცოდეთ, რომ პაპილომა ინფექციურ დაავადებათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის მაპროვოცირებელ ფაქტორსაც ადამიანის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს.  და მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის მუშაკები პაპილომას კეთილთვისებიან სიმსივნედ მოიაზრებენ და თვლიან, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მისი მკურნალობა მაინც მიზანშეწონილია.

პაპილომა ვირუსის ასობით სახე არსებობს დ შესაბამისად, არსებობს მათგან განთავისუფლების ხალხური გზებიც.

დღეს კი რამდენიმე მათგან წარმოგიდგენთ: "ხალხური მედიცინა პაპილომას წინააღმდეგ"

ქრისტესისხლა

ყველაზე ცნობილი ქრისტესისხლა პაპილომის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული საშუალებაა. ამ მიზნით, მოჭერით ახალი მცენარე ფესვიდან 5 სმ-ის სიგრძეზე და გამოადინეთ წვენი.

წვენი პრობლემურ ადგილზე წაისვით და გადაიკარით სამედიცინო წებოვანი ლენტი, ან სტერილური ბინტი, რომელიც ამავე წვენით უნდა იყოს გაჟღენთილი. საფენი 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ამ პროცედურის გამეორება დღეში 2-3 ჯერ სასურველია. მკურნალობის წარმატებით დასასრულებლად რაციონიდან ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები დროებით გამორიცხეთ.

შემდეგია აბუსალათინის ზეთი: აბუსალათინის ზეთში შემავალი მჟავა პაპილომების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. წაისვით ზეთი სასურველ ადგილას თითის მასაჟური მოძრაობებით 5-7 წუთის განმავლობაში. კომპრესორად ქრისტესისხლას წვენში გაჟღენთილი ბინტი დაიდეთ და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

ასევე საკმაოდ ეფექტურია _ ნიშადურის სპირტი: პაპილომას წინააღმდეგ ბრძოლა ნიშადურის სპირტის მეშვეობითაც შეგიძლიათ – ყურის საწმენდ ბამბიანი ჩხირი ნიშადურის სპირტით გაჟღინთეთ დ 5-10 წამით პაპილომაზე დაიდეთ. არ მოიხვედროთ ნიშადური ჯანმრთელ კანზე.

ახლა კი ჩვენ გაგაცნობთ ერთ ერთ ტრადიციულ ბალახის ნაყენის რეცეპტს პაპილომასთვის:

ამ საშუალების მოსამზადებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობით: ბაბუაწვერა, მელისას და ცხენკუდას გამხმარი ფესვები, მრავალძარღვას და ჭინჭრის ფოთლები, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ მინის ჭურჭელში.

აიღეთ 3 ს/კ ზემოთაღნიშნული ინგრედიენტების კომბინაცია, მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით 3-5 ჭიქა ცივი სასმელი წყალი და დაბალ ცეცხლზე 7-9 წუთი ადუღეთ.

ნახარში თავდახურულ ქვაბში ბნელ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ წვრილ საწურში და გააზავეთ გადადუღებულ, გაგრილებულ წყალთან.

ნახარში დღეში სამჯერ 3 ს/კ ოდენობით მიიღეთ, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსი 7-10 დღე გრძელდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია