ორგანიზმის გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!: გულისცემის გახშირება, მუქი ფერის შარდი…

2299

ორგანიზმის გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!: გულისცემის გახშირება, მუქი ფერის შარდი…

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენს გარშემო უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ვერ აცნობიერებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის წყლის მიღება! რადგან უნდა იცოდეთ, რომ წყალი ორგანიზმში ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოყოფას, კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, თვალისა და სახსრების ბუნებრივი დამატენიანებელია და ხელს უშლის სისხლის შედედების პროცესს.

უნდა იცოდეთ, ისიც რომ ჯანსაღი ადამიანის სხეულის 2/3 წყლისგან შედგება. წყლის დაკარგვამ შესაძლოა ქრონიკულ გაუწყლოებამდეც კი მიგვიყვანოს, რაც ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სწორედ ამ ფაქტორებისდა გამო გვსურს გაგაცნობთ გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი. ამ ნიშნებით გახვედრებთ ორგანიზმი, რომ დროა დღის წესრიგში აუცილებლად შეიტანოთ წყალი, რათა არ მიხვიდეთ სავალალო შედეგებამდე.

დავიწყოთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი:

როცა სხეული გაუწყლოებულია, ის ვერ აწარმოებს საჭირო რაოდენობის ნერწყვს. არადა ვიცით, რომ სწორედ ნერწყვი იცავს კბილებს კარიესისა და დავადებებისაგან. ის ქმნის კბილების გარშემო დამცავ საფარს და ანთავისუფლებს მას საკვების ნარჩენებისგან. პირის ღრუს სიმშრალე ხელს უწყობს პაროდონტიტისა და კარიესის სწრაფად განვითარებას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: შეკრულობა, ფაღარათი და ა.შ.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის წყალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას ორგანიზმში. ნორმალური განავლის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმს ჭირდება საკმარისი რაოდენობის წყალი, რადგან გაუწყლოების დროს ვეღარ ხერხდება წყლის სწორად გადანაწილება ორგანიზმში და ეს იწვევს შეკრულობას, ართულებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მონელებას.

გულისცემის გახშრება: ორგანიზმში სითხის ნაკლებობის დროს ირღვევა მინერალების (შაქარი,მარილი) ბალანსი და გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. სისხლში შაქრის დონის შემცირება კი იწვევს გულისცემის გახშირებას.

მეხსიერების დაბინდვა: მსუბუქი გაუწყლოებისას ხდება ადამიანის ფსუქოლოგიური უნარ–ჩვევების დასუსტება, აღმის უნარის დაქვეითება, მეხსიერების დაბინდვა და ვიზუალური დაკვირვების ინარს აქვეითებს. გაუწყლოება ასევე მოქმედებს განწყობაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არაადეკვატური რეაქციები– ბრაზი, აგრესია.

ტუჩებისა და კანის სიმშრალე: გაუწყლოებისას პირველ რიგში კანის უჯრედები კარგავენ ტენს, რადგან შინაგან ორგანოებში ხდება წყლის შეკავება. ადამიანის კანის 30% წყლისგან შედგება. წყალი კანის ცხიმიანობის, ელასტიურობისა და მოქნილობას შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამიტომ მიიღეთ ყოველდღე საჭირო რაოდენობის სითხე.

6. თავის ტკივილი

გაუწყლოება აფერხებს ტვინში სისხლის სწორ მიწოდებას, ეს კი გლუკოზისა და ჟანგბადის მოხმარების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა ტვინი რომ არ დაზიანდეს, თავის ქალაში იმყოფება ეგრედ წოდებულ წყლის ჩანთაში. როცა ორგანიზმში სითხის ნაკლებობაა,  ტვინი თავის ქალას აწვება და იწვევს საშინელ ტკივილს. ჩვენი რჩევა იქნება, რომ გამაყუჩებელის დალევამდე უბრალოდ დალიოთ ერთი დიდი ჭიქა წყალი. თუ ამას სისტემატიური სახე მიეცემა დილაობით ზალიან კარგი იქნება.

მუქი ფერის შარდი: როცა დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს სვავთ, შარდი ღია ან ღია მოყვითალო ფერისაა რაც ნორმაა, მაგრამ მუქი ფერის შარდი  პირდაპირ მიუთითებს ორგანიზმში არასაკმარისი სითხის რაოდენობაზე. ამ დროს თირკმელი კვლავ ორგანიზმს აწვდის წყალს, რომ მინერალური ბალანსი და სისხლის წნევა შეინარჩუნოს. ის ვერ გამოდევნის ტოსქინებსა და შლაკებს ორგანიზმიდან, სწორედ ეს იწვევს შარდის გამუქებას და შემდგომში მთელი რიგი პრობლემების წარმოქმნას.

დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება

თუ გრძნობთ რომ მალე იღლებით, არ გაქვთ ძალა და მუდმივად გეძინებათ ე.ი. გაქვთ სითხის ნაკლებობა ორგანიზმში. გაუწყლოება სისხლისმიმოქცევის შემცირებას და სისხლის წნევის მატებას იწვევს, რაც გულზე ნეგატიურად აისახება. მას უფრო მეტი ენერგიის გამოყენება უწევს, რომ კუნთებს, კანს და ტვინს მიაწოდოს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. სწორედ ეს იწვევს ძილიანობას და დაღლილობას.

ხშირი შიმშილის გრძნობა

ხშირი შიმშილის გრძნობაც გაუწყლოების ერთ–ერთი ნიშანია.  თუ არ გიყვართ წყლის დალევა,მაშინ მიირეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, რადგან ასე თავიდან აიცილებთ გაუწყლოებას.

Facebook კომენტარები