საოცარია, იცოდით?! ქათმის ღვიძლი – გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაავადებებთან საბრძოლველად. .
დარწმუნებულნი ვართ თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც მოუსმენია ქათმის ღვიძლის სასარგებლო თვისებების შესახებ! მართლაც რომ ის გასაოცარი პროდუქტია, მეტიც იმასაც გეტყვით, რომის ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის მომატებას, რადგან მასში დიდი რაოდენობით რკინაა.საოცარი და გასაკვირიცაა ის, რომ წონაში კლების პრობლემის მქონე ადამიანებს სწორედ რკინის დეფიციტი აქვთ ორგანიზმში. ამიტომ დიეტის დროს რეკომენდირებულია ქათმის ღვიძლის მიღება. ის არც კალორიული პროდუქტია, 100გრამში მხოლოდ 137 კალორიაა.
უფრო დეტალურად რომ გავიგოთ რითია სასარგებლო ქათმის ღვიძლი?
მაშინ როცა პაციენტი კარგავს ბევრ სისხლს ანუ პოსტ–ოპერაციული მდგომარეობისას ექიმები პაციენტს მედიკამენტებთან ერთად უნიშნავენ ქათმის ღვიძლს. რადგან ის ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქათმის ღვიძლი შეიცავს – ვიტამინებს: А, С, В6 და В12, ფოლიუმის მჟავას, თუთიას, კალცს, მაგნიუმს და რკინას.
ქათმის ღვიძლი ასევე სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის. ქათმის ღვიძლის შემადგენლობაშია ლიზინი, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ჰეპარინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კარგია მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
რჩევისთვის ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქათმის ღვიძლის გამოყენებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ვარგისიანობა. არ იყიდოთ უფერული და გამომშრალი პროდუქტი, მითუმეტეს თუ ლაქებიც აქვს. მისი მიღება უმჯობესია მომზადებისთანავე და არა მეორე დღეს, მითუმეტეს თუ მომწარო გემოც დაკრავს. სიფრთხილის გამოჩენა ნებისმიერ დროსაა რეკომენდებული!