იცოდით? წიწაკის ზეთი სახსრების სამკურნალოდ ერთ ერთი გასაოცარი პროდუქტია. .

1347

იცოდით? წიწაკის ზეთი სახსრების სამკურნალოდ ერთ ერთი გასაოცარი პროდუქტია. .

ალბათ არავისთვის არიქნება გასაკვირი, რომ ასაკის მატებასთან ერთდ არა ერთი პრობლემა იჩენს თავს. მათ შორის კი რაღა თქმა უნდა ლიდერობს სახსრების ტკივილი და მისგან გამოწვეული დისკომფორტი. ეს ყოველივე კი ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებითაა გამოწვეული. თუმცა ასევე ტკივილი შესაძლოა იყოს გამოწვეული

დაგროვილი ტოქსინების, მარილების, ალერგენების და ანთებითი პროცესის დაწყებითაც კი.

და ამ დროს პირველ რიგში გვახსენდება ხოლმე ძველი ხალხური რეცეპტები. ხშირად ხომ ნატურალური საშუალებები ბევრად ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული მედიკამენტები. სწორედ ამიტომაც დღეს გვინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც გაგანთავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან. მისი მომზადება კი საკმაოდ მარტივია.ამ ყველაფრისთვის კი დაგჭირდებათ:

  • 10 ცალი წითელი წიწაკა
  • 2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 1 ლიტრიანი ქილა

მომზადების და გამოყენების წესი შემდეგნაირია:

თავდაპირველად კარგად გარეცხეთ წიწაკა და მოაჭერით კუდები. შემდგომ გაატარეთ ის ხორცის გასატარებელ მანქანაში ან დააბლენდერეთ.

ამის შემდგომ უკვე მოათავსეთ გატარებული მასა შუშის ქილაში და დაასხით ზეთი. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ ბნელ ადგილზე 1 კვირით.

7 დღის შემდეგ ეს საშუალება გადაწურეთ მარლის დახმარებით. მიღებული ზეთი კი უნდა გამოიყენოთ შესაზელის სახით სახსრების პრობლემების დროს.

გამოყენების მეთოდიკა შემდეგნაირია: 

მიღებული წიწაკის ზეთი შეიზილეთ დღეში 2-3 ჯერ მტკივან და პრობლემატურ ადგილებში. ის გაგანთავისუფლებთ ტკივილისგან. ხოლო შემდგომ მტკივანი ადგილი დამატებით შეიფუთეთ თბილი ქსოვილით. ზეთის წამის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და არ წაისვათ თვალის მიმდებარედ.

ამ საშუალების გამოყენება პროფილაქტიკის სახითაც შეგიძლიათ თვეში 1-2 ჯერ. ამ ხალხური საშუალების გამოყენებამდე გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია