5 საშიში მდგომარეობა როდესაც არ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი!!
იცოდით?
ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად და ისეთი დაავადებების სამკურნალოდაც, როგორიცაა ასთმა, ეგზემა, ართრიტი, სინუსიტი, დაღლილობა და ა.შ.
თუმცა, ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ძმარი რეალურად შეიძლება საშიში იყოს გარკვეულ სიტუაციებში. ვაშლის ძმარი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ 5 შემთხვევაში:
#1: დიაბეტი ან სისხლის შედედება:
დიაბეტის შემთხვევაში ვაშლის ძმარმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის მომატება ან სისხლში შაქრის დაქვეითება.
ამიტომ, თუ დიაბეტიანი ხართ, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ დაიწყებთ ვაშლის ძმრის გამოყენებას, ისწავლეთ მისი სწორი გამოყენება და გულდასმით აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ასევე, თუ თრომბის პრობლემა გაქვთ საჭიროა ექიმის ნებართვა, რომ გამოიყენოთ ძმარი.
#2: კუჭ-ნაწლავის პრობლემები:
ვინაიდან ის ძალიან მჟავეა, ვაშლის ძმარმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა და გულძმარვა. ამიტომ, თუ თქვენ იყენებთ მას თქვენი სხეულის დეტოქსიკაციისთვის, უნდა იცოდეთ ამ გვერდითი ეფექტების შესახებ.
თუმცა, ექსპერტების აზრით, არარაფინირებული ვაშლის ძმრის დალევა 5-7 pH დონის მქონე არ იწვევს ამ პრობლემებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ პრობლემების შემთხვევაში ღირს მისი გამოყენების შემცირება ან შეწყვეტა.
#3: დაბალი კალიუმი:
ვაშლის ძმარს შეუძლია შეამციროს კალიუმის დონე. ამ მდგომარეობამ, რომელიც მედიცინაში ცნობილია როგორც ჰიპოკალიემია, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ყაბზობა, არითმია, დაღლილობა ან დამბლა.
ამდენად, ვაშლის ძმრის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს, როგორიცაა მაგალითად შარდმდენები.
#4: მგრძნობიარე კბილები:
გაუზავებელ ვაშლის ძმარს აქვს მჟავიანობის მაღალი დონე, რამაც შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი პერორალურად მიღების შემთხვევაში. მას შეუძლია დატოვოს კბილებზე მოყვითალო ნადები ეს ყოველივე კი ასევე გაზრდის კბილების მგრძნობელობას.
ამიტომ, უნდა მიირთვათ იგი თხევადი სახით და მოერიდოთ კბილებთან უშუალო კონტაქტს. ამ გზით შეძლებთ თავიდან აიცილოთ ეს გვერდითი მოვლენები. ასევე, შეგიძლიათ გაიხეხოთ კბილები ძმრის გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო დაზიანება.
#5: პირის ღრუს დაავადებები
პირის ღრუ, ყელი და საყლაპავი დაფარულია ლორწოვანი გარსით, ესაა ქსოვილი, რომელიც ადვილად იწვის ძლიერი მჟავას ზემოქმედების შემთხვევაში.
ასე რომ, თუ მას რეგულარულად იყენებთ და არ სვამთ საკმარის წყალს, ან სწორად არ აზავებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის პრობლემები და ყელის ტკივილი.
ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ვაშლის ძმარმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავისა და ყელის მუდმივი დაზიანება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს გულისრევას და გულძმარვას.
გაფრთხილდით და სწორად გამოიყენეთ ეს სასარგებლო პროდუქტი!