კომბოსტო: საიდუმლო იარაღი გულის დაავადებებისა და ჭარბი წონის წინააღმდეგ!
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მხედველობას, აძლიერებს გულს და…
ისევე, როგორც ფერმენტირებული საკვების უმეტესობას, კომბოსტოსაც ასევე აქვს ძლიერი ჯანმრთელობის სარგებელი.
კომბოსტოს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას:
კომბოსტო ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა, რაც მას ძალიან სასარგებლოს ხდის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით. მეტსაც გეტყვით კომბოსტო ხელს უშლის შეკრულობას, აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ხელს უშლის შებერილობას და კოლიკს. მისი რეგულარული მოხმარება ასევე ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის დაავადებების და კუჭის პრობლემების განვითარებას.ზრდის ენერგიის დონეს:
იმისდა გამო, რომ კომბოსტო მდიდარია რკინით, ის ზრდის ენერგიის დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას. ის ასევე ხელს უშლის ანემიას და ებრძვის ქრონიკულ დაღლილობას და თავის ტკივილს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას: კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია იმუნური სისტემისთვის. ასევე C ვიტამინის მაღალი დონე ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, სისხლის თეთრი უჯრედების წარმოებას და კოლაგენის გამომუშავებას.
ამაგრებს ძვლებს: კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელიც ასევე კარგია ძლიერი ძვლებისთვის, რადგან ხელს უწყობს ცილის გამომუშავებას, რომელიც არეგულირებს ძვლის მინერალიზაციას. ვიტამინი K ასევე ეფექტურია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
ამცირებს ანთებას: მჟავე კომბოსტო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კომბოსტოს რეგულარული მოხმარება ხსნის ტკივილს სხეულის ანთებით ნაწილებში.
აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას: ბოჭკოების მაღალი შემცველობისდა გამო, კომბოსტო შესანიშნავია გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ბოჭკოვანი ხელს უშლის ქოლესტერინის უარყოფით გავლენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში.
აუმჯობესებს მხედველობას და კანის ჯანმრთელობას:
კომბოსტო ასევე მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისა და მხედველობისთვის. ის ასევე ამცირებს მაკულარული დეგენერაციას და ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას. ის ასევე ამცირებს ნაოჭებს და სიწითლეს.
შესაბამისად კომბოსტო ერთ ერთი ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო საკვებია, რომელიც აუცილებელია ჩასვათ თქვენს კვებით რაციონში!!