ფეიხოს გასაოცარი რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ!

5184

ფეიხოს გასაოცარი რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ!

ფეიხოას ზამთრის კენკრა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე

ფარისებრი ჯირკვლის („ჩიყვის“) სამკურნალო რეცეპტები.

1. 1 კგ შაქარი და 1 კგ ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიტანეთ ქილაში და წამოადუღეთ. შაქარი მთლიანად უნდა გაიხსნას, ფეიხოამ კი წვენი უნდა გამოიღოს. მიიღეთ ეს ნარევი 1 ს.კ. კოვზი დილით და საღამოს. მიიღეთ 10 დღე, შემდეგ შეისვენეთ კვლავ 10 დღე.

2. შეგიძლიათ მონაცვლეობით შეცვალოთ შემდეგი რეცეპტი: 1 ჭიქა კაკლის ტიხრებს დაასხით 0,5 ლ არაყი და ასე გააჩერეთ 10 დღე. დალიეთ 1 ჩაის კოვზი დილით ჭამის წინ. სასმელი 10 დღე, შესვენება 10 დღე. გამოიყენეთ 1 თვე – ფეიხოა, ​​1 თვე – ტიხრები.

3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს 2-3 კვირის განმავლობაში აუცილებელია ყოველდღიურად 250-300 გრ ახალი ხილის მიღება 2-3-ჯერ. ზამთარში სვამენ მშრალი ხილის ნაყენს (2-4 სუფრის კოვზ ხილს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს, და თერმოსში აჩერებენ). დალიეთ მეორე დღესვე დღეში 3 ჯერ 1/2 ჭიქა 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ.

* როგორ მივირთვათ ფეიხოა:

სასარგებლოა ფეიხოას ახლად მირთმევა. ორ ნაწილად გაჭრილი, სურნელოვანი რბილობიდან შიგთავსი კოვზით შეგიძლიათ მიირთვათ.

ნაყოფის ქერქი ასევე ძალიან სასარგებლოა, რადგან ის შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, როგორიცაა კატეხინები და ლეიკოანტოციანინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია და სხვადახვა დაავადების პრევენციას უწყობს ხელს.

მაგრამ,კანი აფუჭებს პროდუქტის „გასტრონომიულ მაჩვენებლებს“. ანუ, თუ გსურთ გემოთი დატკბეთ, უარი უნდა თქვათ სარგებელზე. Რა უნდა ვქნათ? ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ: გაასუფთავეთ ხილი, გააშრეთ მისი კანი და მოადუღეთ ჩაი.ამ მეთოდით არც ერთი ანტიოქსიდანტი არ დაიკარგება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს არ დაგავიწყდეთ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა !!!

Facebook კომენტარები