როგორ მივაღწიოთ აბრეშუმისებრ გლუვ ფეხებს ჩვეულებრივი საცხობი სოდის დახმარებით!
პროცედურების დეტალურ კურსს გაეცანით სტატიაში!
ყველა ქალი ოცნებობს მოვლილ და ლამაზ ფეხებზე. მშრალი, დაბზარული კანი და ტერფებზე გამონაყარი არა მხოლოდ ულამაზოა, არამედ არასასიამოვნოცაა. მაგრამ დღეს მე თამამად შემიძლია გაგიზიაროთ ინფორმაცია, რასაც თქვენ ალბათ არც კი წარმოიდგენდით. მაგალითად ის, რომ ყველაზე გავრცელებული საშუალებას - სოდას, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერ სამზარეულოში, აქვს სასარგებლო ეფექტი თქვენი ფეხების კანისთვის, ასევე მას აქვს ანტისეპტიკური თვისებებიც
ის ერთდროულად ეფექტურიცაა და იაფიც. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიაღწიოთ კანის წარმოუდგენელ სირბილეს და სინაზეს. ამისათვის კი არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული სპა-სა და კოსმეტოლოგების დახმარება
მაშ, როგორ გახადოთ თქვენი ფეხების კანი გლუვი და აბრეშუმისებრი საცხობი სოდის დახმარებით?
ამ პროცედურისთვის საჭიროა მხოლოდ 4-5 ლიტრი წყალი და 3 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი საცხობი სოდა.
ცხელ წყალში გახსენით მითითებულირაოდენობის სოდა და მოათავსეთ მასში ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ფეხები, განსაკუთრებით კი ტერფები, კარგად დაიმუშავეთ კანის ამქერცლავი საშუალებით, ასევე შეიზილეთ ვაზელინით ან მკვებავი კრემით, ჩაიცვით შალის წინდები და არ მოიხსნათ რამდენიმე საათი მაინც.
უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ შესამჩნევ განსხვავებას შეამჩნევთ!
გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დღე მომდევნო 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 7 დღით. საერთო ჯამში, ეს ციკლი 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
პროცედურების მთელი კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს - გლუვ და ნაზ ფეხებს.
ყველა იმსახურებს მსგავს შედეგს, მითუმეტეს, რომ მისი მიღწევა ასეთი იაფი და ხელმისაწვდომია!