თქვენც გტკივათ მუხლები და გადაადგილება შეზღუდული გაქვთ? მაშინ ეს საშინაო რეცეპტი მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ!

1276

თქვენც გტკივათ მუხლები და გადაადგილება შეზღუდული გაქვთ? მაშინ ეს საშინაო რეცეპტი მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ!

მუხლები სხეულის ის ნაწილია, რომელიც დღის განმავლობაში ყველაზე მეტადაა დატვირთული. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად და ცხოვრების არაჯანსაღი წესის ფონზე, როდესაც მთელი დღის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო გიწევთ, არც მოძრაობთ და მთლიანად კუნთებიც მოდუნებულია- ამ ყველაფრის ფონზე რაღა თქმა უნდა ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაც სუსტდება. ჩნდება ერთდროულად ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც რა თქმა უნდა არასასიამოვნოა

და სწორედ ეს ის ეტაპია, როდესაც მდგომარეობის გამწვავებამდე აუცილებლად უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ხოლო

საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, აბსოლუტურად ნატურალურია და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, მეტიც ის აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში უმარტივესად დაგეხმარებათ. ეს ყოველივე კი იქიდან გამომდინარეობს, რომ მას აქვს ანთების ჩახშობის უნარი, რის ხარჯზეც შეძლებთ მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქებას.

მაგნიუმი, ბრომელაინი, C ვიტამინი, კალიუმი – მცირე ჩამონათვალი იმ სასარგებლო მიკროელემენტებისა, რომელთაც ეს საშინაო საშუალება შეიცავს. სწორედ ამ ნივთიერებათა დახმარებით შეძლებთ შემაერთებელი ქსოვილების და მუხლების გაძლიერებას.

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი (1 ჩ.ჭ.)
  • 1 ს.კ. დარიჩინი
  • ნატურალური თაფლი (გემოვნების მიხედვით)
  • 2 ჩაის ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი ანანასი
  • 1 ჩ.ჭ. შვრიის ფანტელი
  • 1/2 ჩ.ჭ. დაფქული ნუში
  • 3 ჩ.ჭ. წყალი

მომზადებისა და მიღების წესი კი შემდეგნაირია:

თავდაპირველად წყალს დაუმატეთ შვრია და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხოლო როდესაც ფანტელები მოიხარშება, გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან და გააგრილეთ.

შემდეგ კი უბრალოდ გაგრილებული ნახარში ჩაასხით ბლენდერში, დაუმატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სწორედ ჩვენი რჩევაა, რომ  ყოველ დილას, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიოთ ეს საშუალება 1 ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული. მიიღეთ ეს საშუალება ყოველდღიურად მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ერთი შეხედვით შეიძლება სკეპტიკურად უყურებდეთ აღნიშნულ მეთოდს, თუმცა ცადეთ და დროთა განმავლობაში შედეგის ფონზე შეამჩნევთ ყველაფერს!

საინტერესოა და თქვენ რომელ ხალხურ მეთოდს იყენებთ მუხლების ტკივილის სამკურნალოდ? გაგვიზიარეთ გამოცდილებები

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია