როგორ მივიღოთ სწორად თაფლიანი წყალი, რათა ბოლომდე გავანადგუროთ ჩვენს ორგანიზმში არსებული პარაზიტები:

5035

როგორ მივიღოთ სწორად თაფლიანი წყალი, რათა ბოლომდე გავანადგუროთ ჩვენს ორგანიზმში არსებული პარაზიტები

დარწმუნებულნი ვართ არა ერთ თქვენგანს ბებიებისგან თუ დედებისგან ხშირად მოუსმენია რჩევა იმის შესახებ, რომ თაფლიანი წყალი ხშირად მიიღონ. საინტერესოა რა არის ამ პროდუქტში ასეთი საოცარი და სასარგებლო ? . .

დღევანდელ სტატიაში სწორედ მის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას:

მოდით დავიწყოთ იმით, რომ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლის ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსნით ვიღებთ თაფლის 30%-იან ხსნარს, რომელიც სისხლის პლაზმის იდენტურია.

გასაოცარია, თუმცა თაფლის წყალში გახსნით ამ პროდუქტის სასარგებლო და სამკურნალო პოტენციალი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ასეთი ხსნარიდან ორგანიზმი გაცილებით მარტივად ახერხებს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ათვისებასა და შეწოვას და სწორედ ამაში მდგომარეობს ამ საოცარი საშუალების საიდუმლო

რას მოიცავს თაფლიანი წყლის ეფექტი:

– აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს;

– აძლიერებს იმუნიტეტს და გვეხმარება ქრონიკული დაავადებების დამარცხებაში;

– ანადგურებს ნებისმიერი სახეობის პარაზიტებს სხეულში;

– იწმინდება მთელი სხეული უჯრედულ დონეზე; აღადგენს მსხვილი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას  და ამარცხებს დისბაქტერიოზს.

თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რომელთაც უზმოზე თაფლიანი წყლის რეგულარულად დალევით მიიღებთ.

აქვე რაღა თქმა უნდა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თაფლი, რომელზეც არჩევანს შეაჩერებთ, აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, ნედლი და არაპასტერილიზებული.

როგორ და რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ სწორად თაფლიანი წყალი?

ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ საღამოს საათებში 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. მხოლოდ გაგრილებულ ნარევში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რათა მან მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო და სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს. კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ მთელი ღამით.

ხოლო დილით, საუზმობამდე მიირთვით 15 წუთით ადრე. ასევე ყოველი დილისთვის აუცილებლად უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

ამ ჩვევის გამომუშავებით თქვენ შეძლებთ:

  • წონის დაკლებას; გულის დაავადებების თავიდან არიდებას;
  • საერთო სისუსტის დამარცხებას; ართრიტისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების შემსუბუქებას;
  • ქოლესტერინის დონის შემცირებას; იმუნიტეტის გაძლიერებას;
  • ანთებითი პროცესების ჩახშობას; თმის ცვენისა და კანის ინფექციების დამარცხებას;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებას და პარაზიტების, ჭიებისა და მათი კვერცხების ბოლომდე განადგურებას;

ახლა უკვე მოგეპოვებათ პასუხი თუ რატომაა ასეთი მნიშნელოვანი თაფლიანი წყლის მიღება! დროა ის თქვენი ყოველდღიურობის ჩვევად აქციოთ

Facebook კომენტარები