მოამზადეთ ეს ხელნაკეთი ნაწიბურების მოსაშორებელი კრემი სულ რაღაც 10 წამში და გაახალგაზრდავეთ სახის კანი! (რეცეპტი)

1727

მოამზადეთ ეს ხელნაკეთი ნაწიბურების მოსაშორებელი კრემი სულ რაღაც 10 წამში და გაახალგაზრდავეთ სახის კანი! (რეცეპტი)

ეს კრემი უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სილამაზის პროდუქტი!

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ებრძვის აკნეს, ლაქებს, ნაწიბურებს ან კანის სხვა პრობლემებს, ნამდვილად სწორ ინფორმაციას კითხულობთ. რასაც შემდეგ წარმოგიდგენთ არის ბუნებრივი და ეფექტური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ რამდენიმე კვირაში შეამჩნიოთ გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ რას შეიცავს ეს რეცეპტი. ეს რეალურად ბუნებრივი მკურნალობაა, რომელიც თაფლისა და დარიჩინის კომბინაციაა და თქვენს კანზე საოცრებებს მოახდენს.

თაფლი და დარიჩინი! სახის ნიღაბისთვის: 

ინგრედიენტები:

- 2 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

ინსტრუქცია:

უბრალოდ აურიეთ ორი ინგრედიენტი პატარა თასში, სანამ არ მიიღებთ პასტას კონსისტენციას. შემდეგ წაისვით თითებით ან ფუნჯით დახმარებით სუფთა ზედაპირზე.
მოერიდეთ თვალის ირგვლივ არსებულ ადგილს.

გააჩერეთ პასტა 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბოლოს კი დაიბანეთ სახე ცივი წყლით, რომ ფორები დაიხუროს. საკმარისია ამ მკურნალობის ჩატარება კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც. შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის?

ამ ნიღბის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ბუნებრივია და შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა მშრალი, კომბინირებული ან ცხიმიანი კანი გაქვთ. ეს მუშაობს ყველასთვის. ერთადერთი, რაც უნდა იცოდეთ ხართ თუ არა ალერგიული თაფლის ან დარიჩინის მიმართ.

Როგორ მუშაობს?

ნიღაბში თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია ძალიან სასარგებლოა აკნესა და ნაოჭების მოსაშორებლად, არბილებს და ატენიანებს კანს. ასევე აქრობს აკნეს. თაფლი ძალიან კარგია, რადგან მას აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებები. დადასტურებულია, რომ იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი აკნეს სამკურნალო საშუალება და პრევენცია. გარდა ამისა, ის გვიცავს მზისგან და თავისუფალი რადიკალებისგან. ის ასევე ებრძვის კანის ინფექციების განვითარებასაც

მეორე მხრივ, დარიჩინი ძლიერი ბუნებრივი ინგრედიენტია ანთების და სიწითლის შესამცირებლად. მისი ანტისეპტიკური ეფექტის გამო, მას შეუძლია შეამციროს აკნეს ბაქტერიული ინფექცია, თავიდან აიცილოს ლაქები და გამოაშროს აკნე. გარდა ამისა, ის ასევე აქერცლავს და აღადგენს კანს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია