სახამებელი - წამალია მრავალი პრობლემის წინააღმდეგ!
ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს!
კარტოფილის სახამებელი ყოველთვის იყო ყველას სამზარეულოში. ახლა კი ეს ღირებული პროდუქტი დავიწყებას მიეცა. ბებიაჩემმა რომ მითხრა მისი თვისებების შესახებ, თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე თავადვე გამომეცადა. ნამდვილად მუშაობს! ახლა მისი დახმარებით ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა ადვილად გვარდება ძვირადღირებული ქიმიკატების გარეშე, რაზეც, სხვათა შორის, ალერგიული ვიყავი.
ვერცხლი: ძალიან სწრაფად მოვახერხე ლამაზი კოვზებისა და ჩანგლების გაწმენდა. ახლა ისინი ნამდვილად ანათებენ. წყალში საჭიროა მხოლოდ 2 ჩ/კ. სახამებელი და მასში გარეცხეთ ნივთებიმ, ბოლოს კი გარეცხეთ ჩვეულებრივი საშუალებებით.
დამწვრობა: მზის დამწვრობის დროს სახამებელი დაგეხმარებათ, ის ხელს უწყობს დამწვარი კანის აღდგენას. ამისთვის კი აუცილებელია ფხვნილის შერევა წყალთან ერთად, რათა ნალექის სახით გამოვიდეს. შემდეგი კი , ეს ნარევი გამოიყენება დაზიანებულ ადგილებში.
მარტივი დაუთოება: ადრე ნივთებს სახამებელს ასხამდნენ, ახლა კი დაუთოების პროცესში გამოიყენება სპეციალური სპრეი, ნაოჭების უზადო გასასწორებლად მისი მომზადება მარტივია. ყოველ ჭიქა წყალზე ვიღებთ 1 ს/კ. კოვზ სახამებელს.
ტყავის ტანსაცმელი და ავეჯი: ქურთუკი სახლში ყოველგვარი ქიმწმენდის გარეშე გავწმინდე, გასულ კვირას სკამზე ტყავის საფარიც კი გავრეცხე ცხიმისგან. ლაქას უბრალოდ სახამებელი მოვასხი და ნესტიანი ქსოვილით მოვწმინდე. მაგრამ ნივთი გარკვეული დროით უნდა იდოს ისე, რომ ეს ყველაფერი ფხვნილმა შეიწოვოს.
დამამშვიდებელი საშუალება: ასეთი ღირებული ნივთის მისაღებად, უბრალოდ შეურიეთ სახამებელი თქვენს საყვარელ ეთერზეთს. მაგალითად მე ვიღებ ლავანდის ეთერზეთს.
გაღიზიანების დროს: წყალში 1-2 ს/კ ვამატებ და ისე ვღებულობ აბაზანას. ეს საშუალებას მოგცემთ კანის გაღიზიაების დაცხრობაში