კვერცხი ნამდვილი საოცრებაა! დაიკელით წონაში სულ რაღაც 15 დღეში!

6388

კვერცხი ნამდვილი საოცრებაა! დაიკელით წონაში სულ რაღაც 15 დღეში!

საინტერესო და თან ძალიან ეფექტური დიეტა!

ეს საოცარი მოხარშული კვერცხის დიეტა ძალიან სწრაფიცაა და რაც მთავარია, ძალიან ეფექტურიაც. შედეგს მხოლოდ 15 დღეში ნახავთ. ამ 15 დღის განმავლობაში, ყოველი მეხუთე დღის შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება (ასე რომ დიეტა არის მხოლოდ 21 დღე შესვენების დღეების ჩათვლით).

დიეტის დასრულების შემდეგ დაიკლებთ 7-დან 15 კილოგრამამდე. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ეს დიეტა არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ამ დიეტის მთავარი ინგრედიენტი კი მოხარშული კვერცხია:

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით. თითოეული კვერცხი შეიცავს 6,28 გრ პროტეინს. გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს ცხრავე აუცილებელ ამინომჟავას სხეულის ფუნქციონირებისთვის: ჰისტიდინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიცინი, მეთიონინი, ფენილალანინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი და ვალინი, ასევე ვიტამინებს A. B2, B12, B5, D და E.

ცილოვანი საკვები ბევრს ეხმარება წონის დაკლებაში. კვერცხი კი ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა  მადის “მოსატყუებლად”. არსებობს მრავალი კვერცხის დიეტა, რომელიც ემსახურება იმავე მიზანს. ამ სტატიაში კი ჩვენ გასწავლით  ყველაზე მარტივ და ეფექტურ ვარიანტს.

Პირველი დღე:

საუზმე: ყავა, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 მოხარშული კვერცხი; ასევე 1 ცალი ხილი (თქვენი არჩევანით);
სადილი: 150 გრ ქათმის ხორცი (მოხარშული), ბოსტნეულის წვნიანი, მწვანე სალათი ერთი დაჭრილი მოხარშული კვერცხით; 1 ცალი ხილი (თქვენი არჩევანით);
ვახშამი: 1 პატარა ნაჭერი ტუნა, 1 ნაჭერი მთლიანი ხორბლის პური, 1 პომიდორი.

Მეორე დღე:

საუზმე: 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 მოხარშული კვერცხი; ხილის იოგურტი;
სადილი: 150 გრამი თეთრი თევზი, ქათმის წვნიანი, 100 გრამი პომიდვრის სალათი (ზეითუნის ზეთით დამზადებული); + 2 მოხარშული კვერცხი;
ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი ხორბლის პური;

დღე მესამე.

საუზმე: ყავა (სურვილისამებრ) 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 პატარა პაშტეტი; 2 მოხარშული კვერცხი;
სადილი: 200 გრ სპაგეტი ხორცთან ერთად, ძროხის წვნიანი, მწვანე სალათი; ხილის იოგურტი;
ვახშამი: 2 კვერცხის ომლეტი, 1 ნაჭერი მთლიანი ხორბლის პური;

დღე მეოთხე.

საუზმე: 1 ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 სუფრის კოვზი კარაქი, 1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი;  1 ცალი ხილი (თქვენი არჩევანით);
სადილი: 200 გრ საქონლის ხორცი, ისპანახი წვნიანი, მწვანე სალათი; 1 ცალი ხილი (თქვენი არჩევანით);
ვახშამი: 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 მწვანე წიწაკა, 50 გრ მოხარშული ბრინჯი, 100 გრ ქათმის ხორცი;

დღე მეხუთე

საუზმე: 1 ჭიქა ლიმონათი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, პატარა სენდვიჩი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი; 1 მოხარშული კვერცხი;
სადილი: 150 გრ ქათმის ხორცი, 100 გრ მწვანე ლობიო (მოხარშული), 1 ნაჭერი მთლიანი ხორბლის პური; ხილის იოგურტი;
ვახშამი: 1 ნაჭერი მთლიანი ხორბლის პური, 2 ნაჭერი სალამი და თქვენი არჩევანით სალათი.

5 დღის შემდეგ საჭიროა 2 დღიანი შესვენება, შემდეგ კი პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ, კიდევ ერთი შესვენებით. სცადეთ ეს დიეტა და შეგვატყობინეთ თქვენი შედეგები ქვემოთ მოცემულ კომენტარებში.

Facebook კომენტარები