ეს საშუალება ეფექტურია კუჭის მჟავის დასაბალანსებლად, ცხიმების დაწვისთვის და ტვინის ფუნქციის გასაუმჯობესებლად!
წარმოუდგენლად სასარგებლოა!
კვების მრეწველობაში დუღილი ესაა პროცესი რომელიც უკავშირდება შაქრის მჟავებად გადაქცევის პროცესს. ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება არა ერთ კულტურაში, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ლაქტოფერმენტაცია.
და რა არის ლაქტო დუღილი?
ტერმინი ლაქტო ეხება ბაქტერიების სპეციფიკურ ტიპს, სახელწოდებით Lactobacillus. ამ ბაქტერიების შტამები გვხვდება მცენარეების ზედაპირზე, ასევე ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პირის ღრუში და საშოშიც კი.
ლაქტოფერმენტირებული საკვები ასევე ბევრ სარგებელს იძლევა ჯანმრთელობისთვის, მაგალითად
1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას:
სწორედ ეს ფერმენტირებული საკვების მიღება გვეხმარება უკეთ ავითვისოთ საკვები ნივთიერებები, რომელსაც მივირთმევთ. ფერმენტირებული საკვები ასევე კურნავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ნაწლავების ჯანსაღი და სასარგებლო ბაქტერიებით და აუმჯობესებს საჭმლის მონელებასაც
2. იმუნიტეტის გაძლიერება:
იცოდით, რომ ჯანმრთელი ნაწლავი დაავადების წინააღმდეგ მთავარი პროფილაქტიკური ღონისძიებაა? ასე რომ, ის ფაქტი, რომ თქვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში მეტი ფერმენტირებული საკვების დამატება ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, გასაკვირი ნამდვილად არ არის. ფერმენტირებულ საკვებში შემავალი ჯანსაღი ბაქტერიები ინარჩუნებენ იმუნურ უჯრედებს და ხელს უშლიან აუტოიმუნურ რეაქციებს, როგორიცაა მაგალითად ანთება.
3. ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება:
დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კავშირი საჭმლის მომნელებელ, იმუნურ სისტემასა და ტვინს შორის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სხეულებრივ პროცესებს შორის
ამ კავშირის მიზეზი კი ნერვია, რომელიც აწვდის ინფორმაციას ნაწლავის ნერვული სისტემიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების ჯანსაღი რაოდენობის შენარჩუნება კი ხელს უწყობს კოგნიტური პრობლემების თავიდან აცილებას და ამ სისტემებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას.
4. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს:
ლაქტოფერმენტირებული საკვები დატვირთულია ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც თავს ესხმიან დაავადებასთან დაკავშირებულ თავისუფალ რადიკალებს. ისინი ასევე ებრძვიან ანთებას და აძლიერებენ იმუნიტეტს. აქედან გამომდინარე, ფერმენტირებული საკვების მიღება ხელს უწყობს ანთებასთან დაკავშირებული მდგომარეობების მკურნალობას, როგორიცაა ეგზემა და ართრიტი.
5. წონის კლება:
იმის ფონზე, რომ ლაქტოფერმენტირებული საკვები არეგულირებს სხვადასხვა ჰორმონალურ ფუნქციებს, ისინი ასევე არეგულირებენ შაქრისადმი მოთხოვნის სურვილს და თრგუნავენ მადასაც. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვინც რეგულარულად მოიხმარენ ჯანსაღ პრობიოტიკებს, მათში უფრო დაბალია სიმსუქნისადმი მიდრეკილება.
ახლა კი დროა მოამზადეთ საკუთარი ლაქტოფერმენტირებული ხახვი:
ფერმენტირებული ხახვის შინ დამზადება კვებითი ღირებულებით ბევრად აღემატება მაღაზიაში ნაყიდი ხახვის გამოყენებას, რადგან შინ მომზადების შემთხვევაში თქვენ თავადვე აკონტროლებთ გამოყენებული ინგრედიენტების სიჯანსაღეს. აღსანიშნავია, რომ სუფრის მარილის ნაცვლად, უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი მარილი, როგორიცაა კელტური ზღვის მარილი, ჰიმალაის მარილი ან კოშერის მარილი.
ინგრედიენტები:
- 0,9 კგ პატარა ხახვი, გახეხილ მდგომარეობაში ან წვრილად დაჭრილი
- 1 ლიტრი სუფთა წყალი
- 5 გრ მარილი თქვენი არჩევანით
- მუჭა ნივრის კბილი, გახეხილი
- სანელებლები: ქინძი, შავი პილპილი, ჩილი
- რამდენიმე ფართო შუშის ქილა ხუფებით
ინსტრუქცია:
მარილწყალის მოსამზადებლად მარილი გახსენით ლიტრ წყალში. შემდგომ ხახვი მოათავსეთ ქილებში და შემდეგ დაასხით მარილწყალი, ხოლო ზემოდან დაახლოებით 2 სანტიმეტრი ადგილი დატოვეთ. ბოლოს დახუფეთ ქილა.
ეს საშუალება შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და სახურავი გახსენით ყოველდღიურად პირველი ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ გახსენით სახურავი ყოველ მეორე დღეს.
დუღილის პროცესს ჩვეულებრივ 1-2 თვე სჭირდება. ამ დროის გასვლის შემდგომ მიღებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად სასურველი რაოდენობით, მათი ეფექტი მართლაც წარმოუდგენლად სასარგებლოა.
როგორც ხედავთ, ეს პროცესი ძალიან მარტივი, ეკონომიური და უდაოდ სასარგებლოა. დროა თქვენც სცადოთ!