კურკუმას გამოყენების 7 უპირატესობა. მას დაუყოვნებლივ შეიტანთ თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონში.

1415

კურკუმას გამოყენების 7 უპირატესობა. მას დაუყოვნებლივ შეიტანთ თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონში.

 

კურკუმა არის ყვითელი მცენარე, რომელსაც იყენებენ ბევრ კერძში, განსაკუთრებით ინდურ სამზარეულოში. ეს სუპერ-ჯანსაღი სანელებელი გამოიყენება, როგორც მედიკამენტი. კურკუმა, როგორც სამკურნალო საშუალება გამოიყენება ანთების, ჭრილობების, სისხლჩაქცევების, ყაბზობისა, კანის დაავადებების დროს.

ნება მიბოძეთ უფრო მეტი რამ გითხრათ ამ საოცარი სუნელის შესახებ და მერწმუნეთ, მას დაუყოვნებლივ შეიტანთ თქვენ ყოველდღიურ კვების რაციონში.

1. ამცირებს ანთებას. კურკუმას შეუძლია შეამციროს შეშუპება და ანთებითი პროცესები. იგი გამოიყენება ართრიტის, გინგივიტის, თვალების ტკივილისა და კრონის დაავადების სამკურნალოდაც კი. ჩაის მოსამზადებლად აადუღეთ 4 ჭიქა წყალი და დაუმატეთ 1 ჩ.კ დაჭრილი კურკუმა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაწურეთ. არომატის მისაღებად და უფრო მეტი ეფექტი რომ ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგოდ, უნდა დაამატოთ ჯანჯაფილი.

2. სახის გაწმენდა და აკნეს მკურნალობა. ორგანული გამწმენდის დასამზადებლად შეურიეთ ¼ ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი, ¼ ჩაის კოვზი ნიმის ზეთი (ორგანული რძის გამოყენება შეგიძლიათ ნიმის ზეთის ნაცვლად) და დაამატეთ 3 წვეთი ქოქოსის ან ლავანდის ზეთი. კურკუმაც და ნიმიც სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებია. მოამზაეთ ნიღაბი, წაისვით სახეზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის აკნეს წარმოქმნას.

3. ფსორიაზის მკურნალობა. ფსორიაზის ტკივილი ცნობილია, როგორც აუტოიმუნური პრობლემა. მას ახასიათებს ისეთი ნიშნები, როგორიცაა შესიებული კანი, წითელი ლაქები და ქავილი. იგი იწვევს გაღიზიანებას და ტკივილს. ადგილობრივი გამოყენებისათვის მოამზადეთ პასტა: შეურიეთ 1 ჩ.კ კურკუმას ფხვნილი და 2 ჩ.კ წყალი.

4. ეგზემა. კურკუმა ძალიან სასარგებლოა პირის ღრუს ეგზემის სამკურნალოდ. აურიეთ კურკუმა და 1 კოვზი ქოქოსის ზეთი. საოცარ შედეგებს მიიღებთ. 4 დღის შემდეგ, გაღიზიანება და ქავილი გაქრება!

5. ასაკობრი ნაოჭების ნიშნების შემცირება. ეს არის ექსპერტ ჯერი სამერსის რეცეპტი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი, ¼ ჩაის კოვზი კურკუმა და 2 ჩაის კოვზი რძე. წაისვით ნარევი სახეზე და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაზად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ფქვილი აშორებს მკვდარ კანს, ხოლო რძე ამცირებს ნაოჭებს კანის ფორმირებით და გამკვრივებით.

6. ჭრილობების შეხორცება. კურკუმას აქტიური ინგრედიენტია კურკუმინი, რომელიც ცნობილია ძლიერი ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამ სანელებელს აქვს უნარი თავიდან აიცილოს ჭრილობებში არსებული ბაქტერიები და ინფექციები, შეამციროს ანთება და ტკივილი, შექმნას ახალი ეპითელური უჯრედები. ჭრილობის დროს პირდაპირ ჭრილობაზე წაისვით კურკუმას ფხვნილი. კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ შეურიოთ სელის ზეთსა და კოჭას პასტას.

7. პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება. ეს ყვითელი სანელებელი ასევე ეფექტურია სტომატოლოგიური პრობლემების დროს. პირის ღრუში გამოსავლებად შეურიეთ კურკუმა და თბილი წყალი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია