თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტი, მაშინ ეს საშუალება აუცილებლად უნდა სცადოთ! ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე მოაგავრეთ პრობლემა. .

1903

თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტი, მაშინ ეს საშუალება აუცილებლად უნდა სცადოთ! ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე მოაგავრეთ პრობლემა. .

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. მედიკამენტებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, ცხიმიანსაც გეახლებით და შემწვარსაც.

ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს ხალხური წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს. ერთ- ერთ მათგანს თქვენც გასწავლით: 1,5 კგ ჭარხალი გათალეთ, დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 4-5 საათი ნელ ცეცხლზე ხარშეთ. ეს ნახარში უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, 1/3ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

ექიმის კომენტარი: ჭარხლის მოყვანა ადამიანმა რამდენიმე ათასი წლის წინათ დაიწყო. აზიაში საკვებად მხოლოდ ფოთლებს მიირთმევდნენ, ფესვს კი სამკურნალოდ იყენებდნენ. ძირხვენებს პირველად არაბებმა გაუსინჯეს გემო, მერე კი ინდოელებმა. ინდოეთიდან შეიტანეს ეს კულტურა საბერძნეთსა და რომში, იქიდან კი, სავარაუდოდ, ჩვენში გავრცელდა. ჭარხალს მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს. XX საუკუნეში ამ ბოსტნეულსა და მის წვენს დადებითი შეფასება მისცეს ექიმებმა და დიეტოლოგებმა. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას და დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე. ხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის.

მასში უხვადაა გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინომჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის — ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან. ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ B,-ის სინთეზი, ასევე საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ბოჭავს ნაწლავებში, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი.

ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისთვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინომჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

Facebook კომენტარები