სვით ხილისა და ბოსტნეულის წვენები მათი სარგებელი წარმოუდგენელია ჯანმრთელობისთვის !

279

სვით ხილისა და ბოსტნეულის წვენები მათი სარგებელი წარმოუდგენელია ჯანმრთელობისთვის !

მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ. დიდი ხნის წინათ ხელში ჩამივარდა ძალიან საინტერესო წიგნი ხილისა და ბოსტნეულის წვენების სამკურნალო თვისებების შესახებ. ხილ-ბოსტნეული რომ ვიტამინებით მდიდარია და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, ცნობილია, მაგრამ თუკი მათი გამოყენებით დაავადებულთა მკურნალობაც შეიძლებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი.

მას შემდეგ გამუდმებით ვიყენებ ამა თუ იმ ბოსტნეულის წვენს ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სამკურნალოდ და საკმაოდ კარგი შედეგებიც მაქვს. რამდენიმე რეცეპტს მოგაწვდით:

1 ჩ/ჭ ახალი კომბოსტოს წვენს დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. სვით თითო ჭიქა დილა-საღამოს, უზმოზე. ეს წვენი ძალიან კარგია გულის, თირკმელების დაავადებების, კუჭის წყლულისა და ბუასილის დროს. შველის უძილობას, ეგზემას და დიათეზსაც.

კარტოფილის წვენიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას, კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. თუ წვენს სისტემატურად მიიღებთ, კუჭის მჟავიანობა დაგიქვეითდებათ და გულძმარვა და ბოყინი გაგიქრებათ. მაგრამ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ შემოდგომის კარტოფილი. სვამენ თითო ჭიქა წვენს 1 ჩ/კ თაფლთან ერთად, დილით, უზმოზე და საღამოს, ჭამიდან 2-3 საათში.

ხახვის წვენი უნდა სვას მან, ვისაც აქვს თირკმელკენჭოვანი დაავადება, დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. იგი ამაგრებს კბილებს, თმას, აუმჯობესებს მხედველობას. შველის ბუასილსაც. მიიღეთ 1 ს/კ ამდენსავე თაფლთან ერთად, დღეში 4-5-ჯერ.

ექიმის კომენტარი: კარგი იქნება, თუ მკითხველის რეკომენდაციებს გავი-თვალისწინებთ და რაციონში ყოველდღიურად შევიტანთ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წვენს. უმრავლესობას მართლაც აქვს სამკურნალო ეფექტი. კომბოსტოს და კარტოფილის წვენები აწესრიგებს ასევე ნივთიერებათა ცვლას და აქვს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი. ხახვის წვენი აღადგენს ქსოვილებს, არის მადის მომგვრელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ხელს უწყობს სპერმის გამოყოფას.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები