ეს რეცეპტები დააჩქარებენ თქვენი თმის ზრდას. შედეგით აღტაცებული დარჩებით!

1248

ეს რეცეპტები დააჩქარებენ თქვენი თმის ზრდას. შედეგით აღტაცებული დარჩებით!

ქალების უმრავლესობას ხშირად გვიჩნდება  იმიჯის შეცვლის სურვილი. ვიღებავთ თმას სხვადასხვა ფერით, თმის სტილს ვიცვლით, ვიჭრით თმას-თუმცა შეჭრიდან მალევე გვიჩნდება დანანების შეგრძნება, ძალიან გვინდა რომ გრძელი თმა მოკლე დროში დავიბრუნოთ. ეს არ წარმოადგენს პრობლემას. გაგიზიარებთ რამდენიმე საიდუმლო რეცეპტს თმის სწრაფად ზრდისთვის.

თუ გსურთ დააჩქაროთ თმის ზრდა, ძირითადად არსებობს ორი საწყისი წერტილი: სკალპი(თავის კანი თმებიანად)  და თავად თმა. სკალპისა და თმის ფესვების სტიმულირება ხდება მასაჟებითა და გარკვეული საშუალებებით.  რის მეშვეობითაც თმა უფრო სწრაფად იზრდება. თმას თავად სჭირდება მოვლა, რომ არ დაიშალოს, სანამ სასურველ სიგრძეს მიაღწევს.

ჭინჭარი ითვლება თმის ყველაზე ეფექტურ აღმდგენად, რომელიც შეიძლება უკვე გაქვთ სახლში. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აურიოთ  ჭინჭრის ჩაი თქვენს შამპუნში თმის ზრდის სტიმულირებისთვის.

კვერცხის გული ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმისთვის. ის შეიცავს ლეციტინს, რომელსაც თქვენ ალბათ იცნობთ თმის მოვლის მრავალი პროდუქტისგან. ლეციტინი აძლიერებს და კვებავს თმას და კურნავს დაზიანებულ ადგილებს. შეიზილეთ კვერცხის გული თმის ძირებში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს დაფნის ფოთოლს. 20 დაფნის ფოთოლს დაასხით 1ლ წყალი და ადუღეთ 5 წუთი. დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე ნახარში და არ ჩამოიბანოთ.

თაფლისა და ბანანის ნიღაბი-არაჩვეულებრივია დაზიანებული თმის აღდგენისა და თმის ზრდისთვის.კარგად დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი, დაამატეთ 2 ჩ/კ დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი. შეურიეთ ერთმანეთს მოცემული ინგრედიენტები სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ტენიან თმაზე 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი მეთოდით.

თმის რეგულარული დავარცხნა: რეგულარული დავარცხნით, თქვენ ხელს უწყობთ სისხლის სწორ მიმოქცევას სკალპში.  ვიტამინებმა და მინერალებმა შეიძლება მიაღწიონ თქვენს თმის ფოლიკულებს, რომლებიც სკალპშია განთავსებული. იგი  ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას.

თავიდან აიცილეთ სტრესი: მუდმივი სტრესი სუფთა შხამია ჩვენი თმისთვის.ეცადეთ თავი აარიდოთ მეტ სტრესს. დაისვენეთ მშვიდად. ასევე სცადეთ ისეთი სპორტი, როგორიცაა იოგა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია