გთავაზობთ, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და მაშინ ვერანაირი დაავადება ვერ მოგერევათ!

762

გთავაზობთ, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და მაშინ ვერანაირი დაავადება ვერ მოგერევათ!

სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაშ ისე ხდება რომ

ჩვენ მივეჩვიეთ დაავადებას მხოლოდ მაშინ უნდა ვუმკურნალოთ, როცა მისი სიმპტომები ჩნდება. თუმცა ჩვენ გთავაზობთ, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და მაშინ ვერანაირი დაავადება ვერ მოგერევათ. ყველაზე მთავრი კი ისაა რომ გვინდა გირჩიოთ ბუნებრივი, სრულიად ნატურალური და უვნებელი საშუალებები, რომლებიც თქვენამდე უკვე ათასობით ადამიანმა საკუთარ თავზე ეფექტურად გამოსცადა

სწორედ ეს იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამალი ასე მოამზადეთ:

10 ცალი ლიმონი დაჭერით, ჩააწყვეთ სამლიტრიან ქილაში, მოასხით 0,5ლ თაფლი, 0,5 არაყი და 0,5 ლ სამწლიანი ალოეს წვენი. არ აურიოთ. დადგით გრილ, ბნელ ადგილას 40 დღის განმავლობაში. 41-ე დღეს გაწურეთ მარლაში და სვით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. სტრესის დროს შეიძლება დოზის გაზრდა. და კიდევ ერთი: როცა სურდო მაქვს, კალანჰოეს წვენს ვიწვეთებ ცხვირში. მეწყება ძლიერი ცხვირცემინება. სამაგიეროდ, 2-3 ასეთი პროცედურის შედეგად სურდო უკვალოდ ქრება.

პირადად მე სწორედ ეს საშუალებები დამეხმარა! თუმცა რაღა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ თქვენ თავადვე უნდა გამოსცადოთ და შედეგს შემდგომ შეამჩნევთ

ჯანმრთელობას გისურვებთ

ექიმის კომენტარი: თაფლისა და ალოეს ნარევის სიკეთე საყოველთაოდ ცნობილია, ეს რეცეპტი კი კიდევ ორ დამატებით კომპონენტს (ლიმონსა და არაყს) შეიცავს. კომპონენტთა ფარმაკოლოგიურ თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, წამალს უნდა ჰქონდეს ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული (ბაქტერიების დამხოცავი) და იმუნოსტიმულატორული თვისებები. ამდენად, მისი გამოყენება დაავადებათა პროფილაქტიკის და დასუსტებული ორგანიზმის მოძლიერების მიზნით, სასურველ შედეგს გამოიღებს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია