80 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:

520

80 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:

1) წნევიანებისთვის ძალიან კარგია ყურძნის წვენი. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წვენი ახალგამოწურული უნდა იყოს — დამაჭრებული არ გამოდგება. შემოდგომის ბოლომდე ჩვენში ყურძენი არ გამოილევა — ყოველდღიურადაც რომ მიიღოთ მისი წვენი, წნევასაც მოგიწესრიგებთ და გულსაც მოუხდება.

2) 10-20 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით (როგორც წამალი) 4 ცალი ვაშლი. ნახეთ, როგორ მოგიწესრიგებთ წნევას.

3) თუ წნევა გითამაშებთ, თქვენთვის კარგი იქნება ლიმონისა და ნივრის ნარევი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 მოზრდილი ლიმონი და 3 საშუალო თავი ნიორი. ეს მასა მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხითლიტრ-ნახევარზე ცოტა ნაკლები მდუღარე წყალი, მოურიეთ და 24 საათის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 50-50 გ დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 21 დღეა. თუმცა, ვისაც კუჭი აწუხებს, მისთვის ამ ნაყენის მიღება სასურველი არ არის. …

2) წნევას დაბლა სწევს ხახვის ნაყენიც. ერთ თავ ხახვს მოაშორეთ მხოლოდ ზედა, მინიანი კანი (დანარჩენი დაუტოვეთ, რადგან სწორედ მასშია სამკურნალო ნივთიერებები), გარეცხეთ, ჩადეთ ნახევარლიტრიან ქილაში და დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი. ეს ნაყენი საღამოხანს მოამზადეთ. დილით გადაწურეთ და მთლიანადდალიეთ.

ასე გააკეთეთ ყოველდღე. ყოველდღიურად ახალი ხახვი გამოიყენეთ. ეს ნაყენი ზედა და ქვედა წნევას ერთნაირად მოგიწესრიგებთ.

ექიმის კომენტარი: მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული რეცეპტი: 1) გლუკოზა, რომელიც ყურძნის წვენის მთავარი კომპონენტია, კვებავს და ააქტიურებს გულის კუნთს. გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირება კი მრავალწილად განსაზღვრავს წნევის დარეგულირებას; 2) ევროპელ მეცნიერთა ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ვაშლში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ვაშლი ინფარქტის პროფილაქტიკის ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებადაც კია მიჩნეული; 3) ლიმონი და ნიორი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებს თრომბწარმოქმნის რისკს სისხლძარღვებში; 4) ხახვი ფიტონციდებით, ეთერზეთებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი მცენარეა. მას ხალხურ მედიცინაში მართლაც იყენებენ ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.

Facebook კომენტარები