მყავს 12 წლის ვაჟი, რომელსაც ცხვირში აქვს ადენოიდები,ამიტომაც გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. მივაგენი ორ რეცეპტს, რომელთა მიხედვით თვითონვე დავამზადე წამლები. .
მყავს 12 წლის ვაჟი, რომელსაც ცხვირში აქვს ადენოიდები. ზოგმა ექიმმა ქირურგიული ოპერაცია შემოგვთავაზა, ზოგმაც წამლებით უმკურნალა, მაგრამ უშედეგოდ.
გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. მივაგენი ორ რეცეპტს, რომელთა მიხედვით თვითონვე დავამზადე წამლები. ადენოიდების სამკურნალო საუკეთესო საშუალება ყოფილა მიხაკის ნაყენი. მიხაკი ჩაყარეთ ჭიქაში ისე, რომ ჭიქის ძირი მთლიანად დაფაროს, დაასხით მდუღარე წყალი (შეავსეთ ჭიქა) და დატოვეთ ასე, ვიდრე ნაყენი არ გაყავისფრდება. გადაწურეთ. ნაყენი რაც შეიძლება ხშირად იწვეთეთ ცხვირში.
მეორე სამკურნალო საშუალებაა პროპოლისი. მისი ნაყენი უნდა გამოივლოთ ცხვირში. ნაყენის მოსამზადებლად ერთ ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში გახსენით 1/4 ჩაის კოვზი სოდა და 18-20 წვეთი პროპოლისის 10%-იანი სპირტიანი ნაყენი (იყიდება აფთიაქში). ამოიღეთ უნემსო შპრიცით ან პატარა რეზინის ოყნით და ნელ-ნელა, რიგრიგობით შეუშვით თითოეულ ნესტოში. ამ დროს ბავშვს თავი ოდნავ წინ უნდა ჰქონდეს გადმოხრილი. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ სითხე სხვაგან არ გადავიდეს, მაგალითად, სასმენ მილებში.ამ პროცედურებს ვუტარებდი ბავშვს 3-4-ჯერ დღეში, ერთი კვირის განმავლობაში. მეგონა, გაუჭირდებოდა, მაგრამ საკმაოდ იოლად აიტანა. უფრო მეტიც, გრძნობს, რომ უკეთ არის. ადენოიდები საგრძნობლად დაპატარავდა, ბავშვს სუნთქვაც გაუადვილდა. იმედი მაქვს, რომ რეგულარული მკურნალობით მთლიანად დავამარცხებთ ამ დაავადებას.
ექიმის კომენტარი: მიხაკი ცნობილია, როგორც მკვეთრი ანთებსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ლორწოვანის შეშუპების სამკურნალო საშუალება. მას იყენებენ სასუნთქი გზების ანთებით-ალერგიული პათოლოგიების დროს. პროპოლისი ანუ დინდგელი თაფლის პროდუქტია. მასაც კარგად გამოხატული ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. შესაძლოა, აღნიშნული საშუალებებით მართლაც მოხდეს ლორწოვანის შეშუპების მოხსნა, ადენოიდების მიმდებარე ქსოვილებში ანთების დაცხრომა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ასეთი საშუალებებით ადენოიდების მთლიანად გაწოვა, რადგან ადენოიდები კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნებია.
წყარო, კარაბადინი