ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა!
ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს, შრომისა და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ბევრი სამედიცინო წიგნი წამიკითხავს ამ თემაზე და დავასკვენი, რომ ორგანიზმის დაბერების საფუძველს ქოლესტერინის სიჭარბე და ათეროსკლეროზი წარმოადგენს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამომადგებოდა.
ვიპოვე კიდეც. ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა. მჯერა, რომ ჩემი რეცეპტი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ მინდა, იგი თქვენც გაგიზიაროთ:
აიღეთ 100-100 გ გვირილა, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტი, დაფქვით, აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ. 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ. დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ნარევი არ გამოგელევათ.ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ.
ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეიცავს მეტად მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეებს. მიღებულ ნაყენს ექნება ძლიერი ანტიანთებითი, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი მოქმედება. შედეგად კი იგი დადებითად იმოქმედებს იმ პათოლოგიურ ძვრებზე, რომლებიც დაბერების პროცესს ახლავს თან.
წყარო, კარაბადინი