უებარი საშუალებაა მაყვლის ძირების (ფესვების) ან ფოთლების ნახარში, რომელიც თქვენს ორგანიზმს აი რა სარგებელს მოუტანს. .!  მე ვცადე და კმაყოფილი ვარ

590

უებარი საშუალებაა მაყვლის ძირების (ფესვების) ან ფოთლების ნახარში, რომელიც თქვენს ორგანიზმს აი რა სარგებელს მოუტანს. .!  მე ვცადე და კმაყოფილი ვარ

იმ შემთხვევაში, თუ თირკმელში ან ნაღვლის ბუშტში არ არის კენჭები და შარდში გაქვთ მხოლოდ ცილები, მარილები და ლეიკოციტები

უებარი საშუალებაა მაყვლის ძირების (ფესვების) ან ფოთლების ნახარში. ამ ყველაფრისთვის კი არც დიდი დრო დაგეხარჯებათ და არც დიდ ენერგიას არ მოითოვს, უბრალოდ დაახლოებით ორ მუჭა მაყვლის ფესვებს ან ფოთლებს (უმჯობესია ფესვები) დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი, ნელ ცეცხლზე ადუღეთ მანამ, სანამ სითხე არ დავა 2 ლიტრამდე.ხოლო აღნიშნული დროის შემდგომ მიღებული ნახარში შეფუთეთ და დააყოვნეთ 24 საათი. შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში.

მიღების წესიც საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს ზედმეტ არაფერს: ნაყენი მიიღეთ 1/2 ჭიქა ანუ 100 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ნორმის დამთავრების შემდეგ შეისვენეთ 1 თვე. შემდეგ შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: მაყვალი მდიდარია ორგანული მჟავებით, არომატული ნაერთებით, უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით, ასკორბინის მჟავით (C ვიტამინი) და A პროვიტამინით (კაროტინი). გარდა ამისა, მასში ბევრია კალიუმის მარილები, სპილენძი და მანგანუმი.

მაყვალს აქვს სიცხის დამწევი და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი, რის გამოც იგი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. მისი ფოთლებისა და ნაყოფის ნაყენი ძლიერი ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გადამწიფებული ნაყოფი მსუბუქი საფაღარათო თვისებით ხასიათდება. სავარაუდოა, რომ მკითხველის მიერ აღწერილი ხერხი საშარდე გზების ანთებითი დაზიანების დროს გამოიყენება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები