უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი. მას კი ამ ნახარშის მეშვეობით უკვე მარტივად ვაკონტროლებ!
უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი.
ბოლო დროს საგრძნობლად გამიუარესდა მხედველობა, რაც ძალიან მაღელვებს, რადგან მკურნალობის შესაძლებლობ არა მაქვს. ნაცნობმა მირჩია, ყოველდღიურად მეჭამა მოცვის ნაყოფი და მესვა მისი ნახარში რომელიც ასე მზადდება:
4 ს/კ ნაყოფს უნდა დაასხათ 2,5 ჩ/ჭ წყალი და ადუღოთ 10 წთ, მიიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ჩემდა გასაკვირად, ერთი თვის თავზე საგრძნობ, ეფექტი მივიღე:
მხედველობა გამიუმჯობესდა, ამასთანავე, ვიგრძენი უკეთესობა კუჭისა და ნაწლავების მუშაობაში (პერიოდულად მტკიოდა კუჭი და ხშირად მქონდა ფაღარათი), გამიუმჯობესდა ვენების მდგომარეობა, აღარც ფეხები მიბუჟდება – ერთი სიტყვით, მთელ ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. ახლა ზამთრისთვისაც მაქვს გამხმარი მოცვი და ვაპირებ, კიდევ ერთი კურსი ჩავიტარო.
ექიმის კომენტარი: მოცვი მრავალფეროვანი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მის ექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტორული თვისებები: ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ზრდის სისხლძარღვთა კედლების რეზისტენტობას, აუმჯობე- სებს უჯრედთა მემბრანის გამავლობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მაკრო და მიკროცირკულაციას თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში, განსაკუთრებით კი — თვალის ბადურის გარსის სისხლმომარაგებას.
მოცვის ექსტრაქტი აძლიერებს მხედველობის პიგმენტის რეგენერაციას ბადურის ფოტორეცეპტორებში, რაც აუმჯობესებს თვალის ადაპტაციას სიბნელეში, კონტრასტულ მხედველობას და მხედველობის სიმახვილესაც.
მოცვის ნაყოფში შემავალი ფლავონოიდები ანთებსაწინააღმდეგოა იცავენ კუჭის ლორწოვანას მარილმჟავას მოქმედებისგან მომატებული სიმჟავის შემთხვევაში. მოცვი ეფექტიანია დიარეის (კუჭის აშლის) დროსაც. ამიტომ მოცვის ნაყოფი გამოიყენება ფიტოთერაპიაში მიოპიის, ბადურა გარსის ანთებითი და დეგენერაციული დაავადების დროს (მათ შორის, დიაბეტური რეტინოპათიისას), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
წყარო: კარაბადინი