მარილები დღეს თითქმის ყველა მოხუცებულის პრობლემაა, მათ შორის მეც ვიყავი, ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს

3053

მარილები დღეს თითქმის ყველა მოხუცებულის პრობლემაა, მათ შორის მეც ვიყავი, ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს

მარილები დღეს თითქმის ყველა მოხუცებულის პრობლემაა. მეც მათ შორის ვიყავი, ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს:

საღამო ხანს 2 სუფრის კოვზი ბრინჯი გარეცხეთ და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. ასე დატოვეთ მეორე დილამდე. დილით დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. არ მოაყაროთ არც მარილი და არც შაქარი, არც ცხიმი დაუმატოთ. ნახარში შეჭამეთ უზმოზე (წვენიც დალიეთ) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ. ასე გააკეთეთ ყოველდღიურად. შედეგი გასაოცარი იქნება.

სახსრები ისე მტკიოდა, რომ მოძრაობა მიჭირდა, თითები დაბუჟებული მქონდა, ვერაფერს ვგრძნობდი, წელის ტკივილიც მაწუხებდა. ბრინჯის ნახარშის მიღების ერთთვიანი კურსის შემდეგ ეს ყველაფერი საგრძნობლად შემიმსუბუქდა, თითებში მგრძნობელობა დამიბრუნდა. ასე მგონია, მძიმე ლოდი მოვიშორე ზურგიდან.

მინდა ყველას ვასწავლო ჩემი წამალი, რათა მათაც იგრძნონ შვება. მთავარია, ნებისყოფა და ნახარშის ყოველდღიური მიღება. ექიმის კომენტარი: ჩინურ მედიცინაში ბრინჯი ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება, მაგრამ, ალბათ, ყველა დიასახლისისთვისაა ცნობილი ბრინჯის თვისება, ჭარბად შეიწოვოს კერძიდან მარილები და სითხე. სწორედ ამ თვისებასთანაა დაკავშირებული ამ მცენარის იმგვარი მოქმედება ორგანიზმზე, რომელზეც ჩვენი მკითხველი გვიამბობს.

რეგულარული, ხანგრძლივი მიღებისას უმარილო ბრინჯი და მისი ნახარში წმენდს ორგანიზმს წიდებისაგან, ნა- ლექი მარილებისაგან, აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემების ფუნქ- ციონირებას, სახსრების მუშაობას. აღნიშნული რეცეპტი მრავალნაცადია და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ასე რომ, შეგიძლიათ შეუდგეთ მის შესრულებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, შედეგის მისაღწევად ნახარშის ხანგრძლივი და რეგულარული მიღებაა საჭირო.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია