იცოდით, რომ კაკლის ყვავილი ხელების ცახცახის დროს საუკეთესო მკურნალი ყოფილა?! გაეცანით მისი გამოყენების მეთოდს

6147

იცოდით, რომ კაკლის ყვავილი ხელების ცახცახის დროს საუკეთესო მკურნალი ყოფილა?! გაეცანით მისი გამოყენების მეთოდს

ცისტიტის დროს ოც ცალ ნუშის გულს დაასხით ცხელი წყალი, შემოაცალეთ კანი, გაამშრალეთ და დაჩეჩქვეთ (არ დანაყოთ!). ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ქაფქაფა წყალი, აავსეთ ჭიქა.

  • ეს ნაყენი მოამზადეთ საღამოს. დილით უზმოზე მიირთვით წყალიც და დაჩეჩქვილი ნუშიც.

ასე გააკეთეთ 10 დღე, შემდეგ შეისვენეთ ათი დღე და გაიმეორეთ. სამი ათდღიანი მკურნალობა არის სრული კურსი. გისურვებთ ჯანმრთელობას.- ასევე მინდა მოგაწოდოთ კიდევ ერთი რეცეპტი: თუ ხელები გიცახცახებთ, აპრილში შეაგროვეთ კაკლის მოგრძო, ჭიაყელას მსგავსი ყვავილი. გარეცხეთ, რადგან მიწაზე იყრება, გააშრეთ და ჩრდილში გაახმეთ. ერთ მუჭა გამხმარ ყვავილს დაასხით 3 ლ წყალი, ადუღეთ მანამ, სანამ წყალი ლიტრანახევრამდე არ დადგება. ეს განსაკუთრებული გემოსა და სუნის სითხე გაწურეთ, ჩაასხით ჭურჭელში.

  • 50 გრამი მიიღეთ სამჯერ დღეში.

თუ ერთი კურსი არ გიშველით, გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული ორივე რეცეპტი საინტერესოა, საშარდე გზების დაავადებათა მკურნალობისას ხალხური მედიცინა ნუშის რძეს დიდი ხანია იყენებს. მას ანტიანთებითი, მსუბუქი შარდმდენი და საშარდე გზების შიგნითა ზედაპირის რეგენერაციული თვისებები აქვს. ქრონიკული ცისტიტის შემთხვევაში ეს საშუალება ნამდვილად მოგცემთ შედეგს, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა შეგახსენოთ, რომ გესაჭიროებათ სითბო და დიეტა (ერიდეთ მწარე, წი- წაკიან პროდუქტებს, ტკბილ გაზიან სასმელს).

რაც შეეხება მეორე რეცეპტს, სავარაუდოა, რომ წერილის ავტორის შემთხვევაში ხელების ცახცახი იოდის დეფიციტს უკავშირდებოდა, რადგან ცნობილია, რომ კაკალი — მისი ნაყოფი, ფოთოლი და ყვავილი განსაკუთრებით სწორედ ამ მინერალითაა მდიდარი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია