მალამოს თხელი ფენა წაუსვით საფენზე და 1-2 დღე შეიხვიეთ დაწყლულებული ადგილი! ეს წამალი სასწაულებს ახდენს

325

მალამოს თხელი ფენა წაუსვით საფენზე და 1-2 დღე შეიხვიეთ დაწყლულებული ადგილი! ეს წამალი სასწაულებს ახდენს

ჩემს მეუღლეს რამდენიმე წელია ფეხებზე ტროფიკული წყლულები აქვს. მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა. ბოლოს გადავწყვიტეთ, ხალხური მედიცინისთვის მიგვემართა.

ვნანობ, რომ აქამდე არ ვიყენებდი დედაბუნების უნიკალურ ნობათს. ჭრილობის საოცარი შემხორცებელი ყოფილა 100-100გ ნაძვის ფისის, ღორის ქონისა და ცვილის ნარევი. თუ ნაძვის ფისი გამხმარია, დაფხვენით, ჩაყარეთ ჯამში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, თან განუწყვეტლივ ურიეთ და ქაფი მოხადეთ.

შემდეგ დაუმატეთ ღორის ქონი და ცვილი. როცა ორივე დადნება და მორევით ერთგვაროვან მასას მიიღებთ (არ უნდა აადუღოთ), წამალიც მზადაა.ჩადეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მალამოს თხელი ფენა წაუსვით საფენზე და 1-2 დღე შეიხვიეთ დაწყლულებული ადგილი. ეს წამალი სასწაულებს ახდენს.

გააზიარეთ რადგან ბვერმა შეიტყოს ამ გასაოცარი საშუალების შესახებ!

ექიმის კომენტარი: ნაძვის ფისი და ფუტკრის სანთელი მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება: მათში შემავალ ბიოაქტიურ ნივთიერებებს აქვს ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სწორედ ამ ნივთიერებათა ზემოქმედებით ხდება ტროფიკული წყლულის დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, ანთებითი პროცესის ჩაცხრობა და წყლულის შეხორცება. ტროფიკული წყლულის განვითარებას ხელს

უწყობს ერთი მნიშვნელოვანი პათოლოგიური პროცესი: ქსოვილთა სისხლძარღვოვანი კვების — ტროფიკის დარღვევა. სწორედ ამიტომ ძნელდება ხოლმე ასეთი წყლულის შეხორცება, რომ მეტად რთულია ქსოვილოვანი კვების აღდგენა. ნაძვის ფისში კიდევ ერთი საგულისხმო ეფექტი — პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ანუ მიკროცირკულაციის აღდგენა — ტროფიკული წყლულის უკუგანვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღორის ქონს ლორწოვანი გარსებისა და კანის ზედაპირული (ეპითელური) შრის შემომგარსველ-დამცავი თვისება გააჩნია. ამიტომ წყლულოვანი პათოლოგიების დროს ამ საშუალებას ხშირად მიმართავს ხალხური მედიცინაში.

Facebook კომენტარები