ეს საოცარი იისფერი ხილი თქვენს გულს და ძვლებს დაზიანებისგან დაიცავს! გაეცანით მის უფრო მეტ სარგებელს. .
ეს იისფერი შეფერილობის ხილი შავქლიავაა, რომლის რეგულარულად გამოყენებაც ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და გულის ჯანმრთელობისთვის. ასევე მისი გამოყენება ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა
მისი სარგებლიანობის შესახებ აქამდეც ბევრს სმენია, უფრო მეტად გავრცელებულია მისი დამხარე თვისებები შეკრულობის დროს, რაც მასში უჯრედისის მაღალი შემცველობით უზრუნველყოფილია. თუმცა ეს ყოველივე როდია მარტო, შავქლიავას უპირატესობა სხვა პრობლემებზეც ვრცელდება. დადგენილია, რომ იგი ადამიანს დიდხანს ცხოვრებაში ეხმარება და ქალების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა
ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 50 გრამი შავქლიავის რეგულარული მიღება ძვლებს იცავს და მინერალურ სიმკვრივეს უნარჩუნებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები დღეგრძელობის მაჩვენებელია, რადგან ამ შემთხვევაში გართულების რისკი მცირდება. მაგალითად, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რომელიც ავადმყოფობის და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან კავშირშია.
მეცნიერებს აინტერესებდათ, შეიძლება თუ არა შავქლიავის რეგულარული მიღებით ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაკარგვის პრევენცია და პოსტმენოპაუზის პერიოდში ბარძაყის მოტეხილობისგან ქალის დაცვა. ისინი 235 ქალს აკვირდებოდნენ.
მონაწილეები დაყვეს სამ ჯგუგად: ერთი საკონტროლო ჯგუფი იყო, მეორე ჯგუფში ქალები 50 გრამ შავქლიავს ყოველდღე მიირთმევდნენ, მესამეში – 100 გრამ შავქლიავს. დაადგინეს, რომ ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებელი უკეთესი იყო იმ ქალებს შორის, რომლებიც ყოველდღე 50 გრამ შავქლიავს მიირთმევდნენ. სპეციალისტების აზრით, შავქლიავი ნამდვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამატებითი საშუალება მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი მასის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ შავქლიავი ანტიოქსიდანტების შემცველობით კონკურენციას უწევს მოცვს, რომელიც უპრეცედენტო ანტიოქსიდანტური აქტივობით ცნობილია. ის ორჯერ მეტ პოლიფენოლურ ანტიოქსიდანტურ ნაერთებს შეიცავს, ვიდრე ბევრი სხვა ხილი. ამ ანტიოქსიდანტებს ორგანიზმში ანთების შემცირება შეუძლიათ და ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებაში გვეხმარება. შავქლიავში შედის რამდენიმე მკვებავი ნაერთიც, რომლებიც ძვლების დამცავი თვისებებით ცნობილია. მათ შორისაა ფოსფორი,К ვიტამინი, მაგნიუმი და კალიუმი.
გარდა ამისა, ამ იისფერი ხილის პოლიფენოლები გულზე დადებითად მოქმედებს, ამცირებს კარდიოლოგიური დაავადებების ისეთ რისკ–ფაქტორებს, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე. ამ ნივთიერებებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, რაც უჯრედების დაზიანებას ხელს უშლის. და ბოლოს იმასაც დავამატებდით, რომ ორგანიზმში ქრონიკული ანთების შემცირება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების დაბალ რისკს უკავშირდება.