როგორ ვუმკურნალოთ გამომშრალ კანს ზამთარში? გამოსავალი ამ რეცეპტებშია!
წელიწადის სხვადასხვა დროს კანს სხვადასხვანაერი მოვლა სჭირდება. სიცივე, თოვლი და ქარი ცუდათ მოქმედებს სახის კანზე. მისი თხელი საფარი სკდება და ალაგ-ალაგ იქერცლება.
საერთოდ, მშრალ კანს ნაოჭებისადმი მიდრეკილება აქვს, სიცივე კი ასეთი კანის ზედაპირს უფრო მეტად აშრობს, ქერცლავს და მალე აბერებს სახეს.
მშრალი კანის ქონა არაერთი ადამიანის პრობლემაა. სახის კანის სიმშრალეს მრავალი მიზეზი იწვევს:
- ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის მოშლა
- ნერვული აშლილობა
- ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად მუშაობის დროს ქარის, მზისა და წვიმის ზეგავლენა
- კანის არასწორი მოვლა
- წყლის ნაკლებობა კანის წვრილ ფენაში
- გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენა
არსებობს რამდენიმე მარტივი საშინაო სამკურნალო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ზამთარში მშრალი კანის მოვლაში.
თაფლი
აიღეთ ერთი ან ორი ს/კ სუფთა თაფლი. წაისვით მშრალ კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააკეთოთ გამდნარი ცვილის, ფქვილის, თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. წაისვით ეს ნარევი მთელ სხეულზე და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ მიიღეთ აბაზანა.
ალოე ვერა
ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ალოე ვერას გელით მასაჟი. აიღეთ რამდენიმე ფოთოლი ალოე და ამოაცალეთ შიგთავსი(ჟელეს მაგვარი ბლანტი ნივთიერება). დააბლენდერეთ და დაელოდეთ სანამ ქაფი არ მოშორდება. შემდეგ მისი დახმარებით დაიმასაჟეთ სახე. გამოიყენეთ ეს საშუალება რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა მუდმივად მოიცილოთ მშრალი კანი.
ქოქოსის ზეთი
აიღეთ ¼ ს/კ თბილი ქოქოსის ზეთი და წაისვით კანზე აბაზანის შემდეგ(თბილი კანი ბევრად უკეთ ითვისებს ქოქოსის ზეთს).
იოგურტი
დაიბანეთ სახე საპნით, რათა მოხდეს სახის კანის ძირფესვიანო გასუფთავება. შემდეგ წაისვით იოგურტი სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.
წყალ-რძის ნარევი
აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა რძე და 3 ჭიქა წყალი. მიღებული სითხით ყოველ დილით დაიბანეთ სახე. იგი ეხმარება კანს ზამთრის მკაცრ პირობებში სირბილისა და სიგლუვის შენარჩუნებაში.