როგორ გავზარდოთ დაბალი ჰემოგლობინის დონე ბუნებრივი საშუალებებით? 

2890

როგორ გავზარდოთ დაბალი ჰემოგლობინის დონე ბუნებრივი საშუალებებით?

ანემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ფუნქციურად დასრულებული წითელი უჯრედების (ერითროციტების) შემცველობა მცირდება. რაოდენობრივად, ეს გამოიხატება ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით - ერითროციტების რკინის შემცველი პიგმენტით, რომელიც სისხლს წითელ შეფერილობას ანიჭებს.

რა არის ჰემოგლობინი და რა მოვალეობა აკისრია მას?

იმისათვის, რომ გაიგოთ სისხლში ჰემოგლობინის შემცირების მიზეზები, უნდა იცოდეთ ორგანიზმში მისი ფორმირების მექანიზმი. ჰემოგლობინი არის რკინის ცილის რთული ნაერთი, რომელიც გვხვდება სისხლის წითელ უჯრედებში (ერითროციტები). ამიტომ, მისი ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია საკვებში საკმარისი რაოდენობის რკინის შემცველობა და რკინის ნორმალური შეწოვა კუჭში და წვრილ ნაწლავში.

ჰემოგლობინის ძირითადი ფუნქციაა მონაწილეობა მიიღოს ჟანგბადის მოლეკულების გადატანაში ორგანოებსა და ქსოვილებში.  განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ჰემოგლობინის დონე. ქალებში საშუალო დონე 120-140 გ/ლ, ხოლო მამაკაცებში 135-160 გ/ლ.

ჩვენი ორგანიზმიდან რკინის შემცირებისთანავე იკლებს ჰემოგლობინის დონე. მის ნორმალურ დონემდე ასაწევად რკინის შემცველი პროდუქტები გამოიყენება.

დაბალი ჰემოგლობინის ასამაღლებლად შემდეგი პროდუქტები დაგეხმარებათ:

ფაფა, ბურღულეული    

წიწიბურა სასარგებლოა განსაკუთრებით მაშინ, როცა მთლიანად არ არის მოხარშული, მაგრამ უკეთესია - მწვანე კომბოსტო, ასევე ლობიო, ჭვავი, ბარდა, ოსპი.

ხილი

ბროწეული, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, ბანანი, ხურმა, გარგარი (გარგარის ჩირი), კომში.

ბოსტნეული და მწვანილი

ჭარხალი, ხახვი, პომიდორი, კარტოფილი (უკეთესია ნოხარშული), გოგრა, მწვანე ბოსტნეული, ოხრახუში, კამა, ისპანახი.

კენკრა 

შავი მოცხარი,, მოცვი, მარწყვი.

წვენები

წითელი ხილის - ბროწეულის, ჭარხალის, სტაფილოს წვენები.

გთავაზობთ რამდენიმე შერეული წვენის რეცეპტს:

აიღეთ სტაფილო, შავი ბოლოკი, და წითელი ჭარხალი 1:1:1 შეფარდებით. გახეხეთ წვრილად და გამოწურეთ წვენი. მიირთვით ყოველდღიურად 1-2 ს/კ რამდენიმე თვის განმავლობაში.

აიღეთ არყის ფოთლები და ჭინჭარი ერთნაერი რაოდენობით. დაასხით ჭიქანახევარი ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ ნარევი და სითხეს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ჭარხლის წვენი. დალიეთ დღის განმავლობაში 2-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 თვე.

ვაშლისა და არხლის წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200გ ჭარხალი და 800გ ვაშლი. გახეხეთ ორივე ინგრედიენტი და გამოწურეთ. დალიეთ 100გ დღეში 2-ჯერ 2 კვირის მანძილზე.

250გ წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში დაუმატეთ 100გ წყალი და სუფრის კოვზით დალიეთ დღეში 3-ჯერ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია