"უკვე 65 წლის ასაკში ვარ და ჯერ საავადმყოფოს გზაც კი არ ვიცი! რადგან ამ მცენარეულ ჩაის კვირაში 3 ჯერ მივირთმევ"
საკუთარი ასაკის გამხელის სულაც არ მერიდება, პირიქით საკმაოდ ამაყიც კი ვარ, რადგან აგერ უკვე 65 წლის შევსრულდი და საავადმყოფოში ვიზიტი თუ დამიჯერებთ არც დამჭირვებია! დავივიწყე რა არის დაავადება და ექიმები, რადგან კვირაში სამჯერ ამ ქალთა ჯადოსნურ-ჩაის მივირთმევ, გსმენიათ მის შესახებ?
ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რა გვაქ ხელთ – უამრავი პრობლემისგან თავის დაღწევის საიდუმლო. თავშავა თავისი თვისებები წყალობით სამყაროში საუკეთესო ბუნებრივი წამალია.
ჩვეულებრივი ორეგანო იგივე თავშავა წარმოადგენს არომატულ მრავალწლოვან მცენარეს, რომელიც 20-90 სმ სიმაღლის იზრდება, აქვს იასამნისფერი შეფერილობა და ეთერზეთებით მდიდარი ფოთლები.
თავშავას სახელი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა გაუთქვეს, იცოდენ რა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ის დაამშვიდებს,განკურნავს და უბრალოდ აავსებს ქალს კეთილსურნელებით. ქალებისთვის განსაკუთრებული სასარგებლო თვისებების გამო მას ხალხურ მედიცინაში დედობილსაც უწოდებენ.
ეს მცენარე ხშირად გამოიყენება სანელებელის სახით, მსოფლიოს ფაქტიურად ყველა სამზარეულოში, თუმცაღა სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ მის სამკურნალო თვისებებს.
თავშავას ჩაის სარგებელი და მომზადების წესი:
აუცილებლად სცადეთ მოამზადოთ თავშავას ნაყენი. ამ მცენარეზე დაყენებული ჩაის პატარა ფინჯანიც კი სიამოვნებას მოგანიჭებთ დახვეწილი არომატით.
თავშავას ჩაის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 3 სუფრის კოვზი ნედლი თავშავა ან 1 სუფრის კოვზი გამომშრალი მცენარე
- 300 მლ წყალი
მომზადების წესი კი უმარტივესია:
- აადუღეთ წყალი და დაასხით მცენარეს
- დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და დააყენეთ 10 წუთით, შემდეგ კი გაფილტრეთ
გამოყენების წესი:
გაცივების სამკურნალოდ ამზადებენ ძლიერ ჩაის: 2 სუფრის კოვზი მშრალი მცენარე ერთ ფინჯანზე, ხოლო ნერვების დასამშვიდებლად საკმარისია 1 კოვზი თავშავას, 30 წუთით დაყენებული ჩაი.
გარდა ნაყენის,ჩაის და ნახარშისა დედობილისგან ამზადებენ ზეთს,ფხვნილს, წურავენ წვენს ფოთლებიდან. უძილობისას გაავსეთ ნაჭრის ტომარა ხმელი თავშავათი და მოათავსეთ ის ბალიშის გვერდით, ბალახი ამშვიდებს და ეხმარება ადამიანს დაძინებაში.
თავშავას ჩაის სასარგებლო თვისებები:
სურდოს და გაცივების დროს ეხმარება შეშუპებების დაცხრობაში, გვეხმარება სისველის გამოდევნაში, აქრობს ანთებას და ტკივილს ყელში.
- სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობს შეფერხებისას. გვეხმარება წყლულის შეხორცებაში, აგვარიდებს გაზების დაგროვებას, გვიხსნის კუჭის სპაზმებს, ასევე გვეხმარება გინეკოლოგიაში, ქალებში აღადგენს ჰორმონალურ ფონს. მოაქვს სარგებელი მენოპაუზისას, აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.
- შარდის ბუშტის დისფუნქციისას, თავშავას ჩაი ხსნის ანთებას, საშარდე სისტემაზე ზემოქმედების წყალობით.
- ნერვული აშლილობისა და სტრესის დროს კი აგვარიდებს ნერვიულობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, უმკლავდება უძილობას და ბოლოს ის ეფექტურად აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს ნაადრევი დაბერების პროცესს.
გაითვალისწინეთ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია:
იგი კატეგორიულად აკრძალულია ორსულებისთვის. მან შეიძლება ზიანი მოგაყენოთ საშვილოსნოს შევიწროების თვისებისდა გამო და გამოიწვიოს ნაადრევი ორსულობა.