ფარული საფრთხე – შედედებული სისხლი!! რა განაპირობებს პრობლემას და როგორ ვებრძოლოთ მას?

2019

ფარული საფრთხე – შედედებული სისხლი!! რა განაპირობებს პრობლემას და როგორ ვებრძოლოთ მას?

ჩვენი ორგანიზმის თითოეული ორგანოს ფუნქციონირებაა დამოკიდებულია სისხლის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ სისხლის შედედება შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მიზეზებმა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს დროში. შედედებული სისხლი ვერ ასრულებს გამართულად მის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო ფუნქციას, რის შედეგადაც შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა უამრავმა სერიოზულმა პრობლემამ.

იცოდით რომ სისხლი შედგება ფორმიანი ელემენტებისგან და პლაზმისგან. თანაფარდობას პლაზმასა და ამ ელემენტებს შორის ჰემატოკრიტული რიცხვი ეწოდება. როდესაც ირღვევა ამ ნივთიერებების თანაფარდობა და ფრომიანი ელემენტების რაოდენობა აღემატება პლაზმის რაოდენობას, იზრდება ჩვენი სისხლის სიბლანტეც.

სისხლის შედედების შედეგად ჩვენი ორგანოები ვერ იღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ირღვევა მათი ფუნქციონირება. გარდა ამისა, ზედმეტად ბლანტი მასის გადასატუმბად ჩვენს გულს მთელი თავისი ძალებით უწევს მუშობა. თრომბოზი, თითოეული ორგანოს, მათ შორის ტვინის, არასაკმრისი მომარაგება სისხლით, ათეროსკლეროზი,ვარიკოზი და ინსულტი – არასრული ჩამონათვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ პრობლემებისა, რომელთაც სისხლის შედედება უდევს საფუძვლად.

მაშ როგორ გავათხევადოთ შედედებული სისხლი?

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია შედედებული სისხლის გათხევადება და არტერიების გაწმენდა. სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარებისა და პრობლემის სირთულის განსაზღვრის მიხედვით, სპეციალისტი ნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

თუ გაირკვევა, რომ სისხლის სიბლანტე ნორმას აღემატება, მიუხედავად პრობლემის გამომწვევი მიზეზისა, აუცილებელია კვების რაციონში ცვლილებების შეტანა. პაციენტი ვალდებულია, თქვას უარი შემწვარ და ცხიმიან საკვებზე, კონსერვანტებზე, მარინადებზე, ტკბილეულზე და შებოლილ პროდუქტებზე. გარდა ამისა, აუცილებელია კვების რაციონიდან კარტოფილის,წიწიბურის, ალკოჰოლური,ბანანის და გაზირებული სასმელების ამოღება. დიახ, ეს არც თუ ისე მარტივია, თუმცა ჯანმრთელობა, ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვს! შეგიძლიათ კვების რაციონის გამდიდრება რძემჟავას პროდუქტებით. გარდა ამისა, რეკომენდირებულია მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ცნობისთვის, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ხელს გვიწყობს სისხლის გათხევადებაში. ასეთი პროდუქტებია: ბროწეული,ფორთოხალი, ჟოლო, ლეღვი, ნიორი,  ჯანჯაფილი, ჭარხალი,ლიმონი, კაკაო და ა.შ.

ხალხურ მედიცინაში სისხლის შედედების წინააღმდეგ საბრძოლველად მრავალი წელია გამოიყენეა ქაფურას ნაყენი, რომელიც ასპირინის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს ვასხავთ 1 ს.კ მშრალ ბალახს და მიღებულ ნარევს ვაყოვნებთ 30 წუთის განმავლობაში. მიღებულ ნაყენს ვფილტრავთ და ვიღებთ მას ჩაის სახით დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

ასპირინი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და პოპულარული პრეპარატი სისხლის გასათხევადებლად, რომელიც თავიდან გვარიდებს გულის დაავადებებს და აუმჯობესებს სისხლძარღვების გამავლობას სისხლის შედედების სამკურნალოდ. ასპირინის მიღებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და მხოლოდ მისი დანიშნულებით მოქმედება. არასწორი დოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.

Facebook კომენტარები