პოლიპების, კისტებისა და შეხორცებების სამკურნალო რეცეპტი მასწავლა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც კუჭში ჰქონია პოლიპები. მან ორი ბოთლი წამლის მიღების შემდეგ განმეორებით ჩაიტარა გამოკვლევა,პოლიპები უკვალოდ გამქრალიყო

1357

პოლიპების, კისტებისა და შეხორცებების სამკურნალო რეცეპტი მასწავლა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც კუჭში ჰქონია პოლიპები. მან ორი ბოთლი წამლის მიღების შემდეგ განმეორებით ჩაიტარა გამოკვლევა.

პოლიპები უკვალოდ გამქრალიყო. ცოტა ხნის წინათ ვასწავლე რეცეპტი ნაცნობს, რომელსაც საკვერცხის კისტა ჰქონდა. სრული კურსის ჩატარების შემდეგ მასაც გაუქრა კისტა.

თითო ს/კ აბზინდას, არყის ხის კვირტებს, წვრილად დაკეპილ 1 საშუალო ზომის ალოეს ფოთოლს, მწარე წითელი წიწაკის ოცთეთრიანის ზომის კანის ნაჭერს დაასხით 0,5 ლ არაყი, 10 დღე დააყოვნეთ, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ნაყენი მიღებისას უნდა გახსნათ მცირე რაოდენობის წყალში (1 ს/კ ნაყენი 3 ს/კ წყალზე). ერთი კურსი წამლის 2 ბოთლია. წიწაკა ამ რეცეპტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. უამისოდ წამალს შედეგი არ ექნება.

ექიმის კომენტარი: აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მწარე გლიკოზიდებს — აბსინტინს და ანაბსინტინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავას და A პროვიტამინს), ორგანულ მჟავებს.

აბზინდის პრეპარატები ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ეს ეფექტი კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორთა რეფლექსურ სტიმულირებას უკავშირდება. გარდა ამისა, აბზინდას გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი. იაპონელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ამ მცენარიდან მიღებული ნივთიერება კაპილინი და დაადგინეს, რომ იგი აქტიურ ანტიბიოტიკებს განეკუთვნება.

ამასთან, მას აქვს ფუნგიციდური (სოკოების გამანადგურებელი) მოქმედება. აბზინდით მკურნალობა აჩქარებს წყლულების შეხორცების პროცესს, აქვს ანტიანთებითი ეფექტი, ასტიმულირებს გულის კუნთის ფუნქციას, აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

აბზინდის ჩაი (ნაყენი) და ექსტრაქტი გამოიყენება მადის მოსაგვრელად და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, ნაღველმდენი ეფექტის მისაღებად სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებების დროს, აგრეთვე, კოლიტების სამკურნალოდ. ალოე ასევე მდიდარია მრავალგვარი ბიოაქტიური ნივთიერებებით და, შესაბამისად, მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება: აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ქსოვილთა აღმდგენი, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ქრონიკული წყლულების შემახორცებელი, ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება.

წიწაკაც ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეკრეციულ ფუნქციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ამ კომპონენტთა კომბინაცია უთუოდ ეფექტიანი იქნება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. თუმცა ნაყენის გამოყენებას არ გირჩევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია