საუკეთესო გზები არასასიამოვნო პაპილომების მოსაშორებლად
ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზების გამო სახეზე გვიჩნდება პაპილომა, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის. ისინი თავიდან სულ პატარა ზომისაა, მაგრამ სტრესისა ან რაიმე დაძაბულობის გამო ის ზომაში მალევე იმატებს.
რა არის პაპილომა?
პაპილომა არის პოლიპოიდის ზრდა, რომელიც ჩნდება კანის ზედაპირზე. ეს მედიცინაში ცნობილია როგორც აკროკორდონი. თავიანთი ბუნებით, ისინი მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სახეზე, კისერზე და საზარდულში ჩნდება. ისინი უვნებელია ჯანმრთელობისთვის. მათი ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან 5 სმ-მდე შეიძლება იყოს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს პაპილომები?
- ჭარბი წონა.
- შაქრიანი დიაბეტი-ტიპი 2.
- ასაკი.
- ჰორმონალური დისბალანსი.
არასასურველი პაპილომების მოსაშორებლად რამოდენიმე ხალხური მეთოდი არსებობს:
- ვაშლის ძმარი:
პირველ რიგში, გაწმინდეთ კანის ადგილი, სადაც პაპილომაა ამოსული, საპნით და წყლით. გაამშრალეთ კანი. დაასველეთ ბამბის დისკი ვაშლის ძმარში და განათავსეთ იგი თქვენს კანზე. რამოდენიმე წუთით დაიფარეთ ზემოდან სუფთა ნაჭერი. შემდგომ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
2. ეთერზეთები:
აურიეთ ერთმანეთში 2-3 წვეთი ლავანდისა და ორეგანოს ზეთი. დაუმატეთ მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი სუფრის კოვზი ორგანული ქოქოსის ზეთი, როგორც გადამზიდავი ზეთი, ნარევის გასაზავებლად. წაისვით კანზე ბამბის ტამპონით, დაიფინეთ სუფთა ბინტი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.
- ალოე ვერას გელი:
ალოე ვერას ძირიდან მოაჭერით 1 ცალი ფოთოლი. შუაზე გაჭერით გრძლად და ჟელეს მაგვარი გამჭვირვალე მასა კოვზით მოაშორეთ. კარგად აურიეთ ალოეს გელი და ნაზად წაისვით პაპილომებზე. გაიმეორეთ ეს პროცესი ყოველდღე საუკეთესო შედეგის მისაღებად.
- ნივრის პასტა:
აიღეთ ორი ან სამი კბილი ნიორი. დაჭყლიტეთ და გამოწურეთ წვენი. ბამბის დისკი დაასველეთ მიღებულ წვენში და დაიდეთ პაპილომაზე. გაიმეორეთ ეს პროცესი დღეში 2-ჯერ. აუცილებელია ყოველ გამოყენებაზე ახალი ნიორი იხმაროთ.
- ლიმონის წვენი:
გამოწურეთ იმდენი ლიმონი, რომ მიიღოთ ორი სუფრის კოვზი სუფთა ლიმონის წვენი. პაპილომაზე წასასმელად ბამბის ტამპონი დაასველეთ ლიმონის წვენში და დაიდეთ წამონაზარდებზე. გაიმეორეთ პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ის მთლიანად არ გაქრება .